საკვების შერჩევა
პროდუქტების შერჩევა
სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტები

სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტები

.jpg
  • კვერცხი და პასკა - სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი. მათ გარეშე ეს დღესასწაული წარმოუდგენელია.
     
  • ხიზილალა და თევზი - ვინ ამბობს უარს ამ მართლაც უგემრიელეს და ძალიან სასარგებლო პროდუქტებზე?! - ნამდვილად არავინ! მითუმეტეს დიდი მარხვის შემდეგ.
     
  • შაშხი, ქათმის და ძროხის ხორცი - სააღდგომო სუფრაზე განსაკუთრებით მადისაღმძვრელად გამოიყურება - შაშხი, შემწვარი ქათამი და ძროხის ხორცისგან მომზადებული მავალფეროვანი კერძები.
     
  • წითელი ღვინო და ძლიერი ალკოჰოლური სასმელები - გარდა იმისა, რომ აღდგომა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, საუკეთესო საშუალებაა ახლობლების და მეგობრების წრეში დროის გასატარებლად.  ამიტომ სუფრაზე სასმელი აუცილებლად უნდა იყოს. წითელი ღვინო, ვისკი, რომი თუ კონიაკი? - არჩევანი თქვენთვის მოგვინდია...
     
  • შავი ჩაი - განსაკუთრებით უხდება პასკას... თუ ალკოჰოლური სასმელები არ გხიბლავთ, მაშინ პასკა შავ ჩაისთან ერთად საუკეთესო გამოსავალია. 


უკან რჩევებში