ალუჩა

.jpg
  • ის გულგრილს არავის ტოვებს!
     
  • დიახ, საუბარია ყველასთვის ერთნაირად საყვარელ - მადისაღმძვრელ ალუჩაზე, რომელიც არამარტო გემრიელი, თურმე ძალიან სასარგებლოც ყოფილა.
     
  • მასში შაქრის შემცველობა ძალიან დაბალია, სამაგიეროდ მრავლადაა РP, A, B1, B2, C, E ვიტამინები, ასევე კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი და რკინა.
     
  • ალუჩაში შემავალი A და C ვიტამინები ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ანელებენ დაბერების პროცესს, ორგანიზმს იცავენ გარე ნეგატიური ფაქტორებისგან, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას.
     
  • ექიმები, ალუჩის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ორსულებს უჩევენ, რადგან ის ორგანიზმს ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს.
     
  • გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების დროსაც.
     
  • თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმი სახით ალუჩის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობისას, ასევე მუცლის ღრუს იმ დაავადებების დროს, რომლებიც კუჭის წვენის მომატებულ გამომუშავებას უკავშირდება. 

 



უკან რჩევებში