მარწყვი

.jpg
  • ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, გაზაფხული სწორედ ის დროა, როცა ორგანიზმს ვიტამინები ჰაერივით სჭირდება. ამ შემთხვევაში არომატული, დიეტური, მადისაღმძვრელი, სასარგებლო და უბრალოდ ძალიან გემრიელი მარწყვი ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია.
     
  • მარწყვი შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ფოსფორს და ფოლიუმის მჟავას. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, გეხმარებათ გრიპის ვირუსთან ბრძოლაში, ხელს უწყობს მეტაბოლურ პროცესებს.
     
  • ამასთან, ის საუკეთესო საშუალებაა გახდომის მსურველთათვის - 100 გრ მარწყვში მხოლოდ 41 კალორიაა.
     
  • აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ კენკრის დიდი რაოდენობით მიღება ალერგიულობის შემთხვევაში დაუშვებელია. გარდა ამისა, მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამიტომ უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აწუხებთ.


უკან რჩევებში