ბლოგი
რომელი თევზი უნდა ვჭამოთ ზაფხულში და რატომ

რომელი თევზი უნდა ვჭამოთ ზაფხულში და რატომ

ზა­ფხუ­ლი იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დია მსუ­ბუ­ქი, ცი­ლე­ბით მდი­და­რი და ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად - თევ­ზი კი ამ მხრივ შე­უც­ვლე­ლია. თუმ­ცა ყვე­ლა თევ­ზი ერ­თნა­ი­რად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ზა­ფხუ­ლის მე­ნი­უ­ში.

ზა­ფხულ­ში ნაკ­ლე­ბად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ცხი­მი­ა­ნი და მძი­მე თევ­ზის სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან ისი­ნი უფრო რთუ­ლი მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია და ცხელ ამინ­დში შე­საძ­ლოა კუ­ჭის სიმ­ძი­მე და დის­კომ­ფორ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი სწრა­ფად ფუჭ­დე­ბა, რაც ზრდის მო­წამ­ვლის ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის რისკს. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში სჯობს უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოთ მსუ­ბუქ, ცი­ლე­ბით მდი­დარ და ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ან თევზს, რო­მე­ლიც უფრო მარ­ტი­ვი მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია.

გთა­ვა­ზობთ იმ თევ­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც ზა­ფხულ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი, სა­სარ­გებ­ლო და სე­ზო­ნუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია:

ორაგული

ორაგული

ორა­გუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით, რაც ამ­ცი­რებს ან­თე­ბით პრო­ცე­სებს ორ­გა­ნიზ­მში, აუმ­ჯო­ბე­სებს გუ­ლის ფუნ­ქცი­ას, კა­ნი­სა და თმის სტრუქ­ტუ­რას, და ხელს უწყობს ტვი­ნის უკე­თე­სად მუ­შა­ო­ბას. ზა­ფხულ­ში ბევ­რს ურ­ჩევ­ნია სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მსუ­ბუ­ქი კერ­ძე­ბი — ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში იდე­ა­ლუ­რია. ის იდე­ა­ლუ­რია ცივ სა­ლა­თებ­ში, მარ­ცვლო­ვა­ნი პუ­რის სენდვი­ჩებ­ში, ლი­მო­ნი­სა და ახა­ლი მწვა­ნი­ლის თან­ხლე­ბით.

ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად თევ­ზის შე­ნახ­ვი­სას. ამ მხრივ, ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი, რო­მე­ლიც შე­ფუ­თუ­ლი და ვა­კუ­უ­მი­რე­ბუ­ლია, მე­ტად უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რია ხა­რის­ხით. ასე­თი პრო­დუქ­ტი იო­ლად ინა­ხე­ბა მა­ცი­ვარ­ში და ნაკ­ლე­ბად იწ­ვევს მო­წამ­ვლის ან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის რისკს, რაც ზა­ფხუ­ლის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქაშაყი

ქაშაყი

ქა­შა­ყი ასე­ვე მდი­და­რია ომე­გა-3 ცხი­მე­ბით, B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით და რკი­ნით. ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც ტრა­დი­ცი­უ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია ზა­ფხულ­ში — რო­გორც სწრა­ფი საჭ­მე­ლი, "ცივი კერ­ძე­ბის მეფე“. ქა­შა­ყის ფი­ლეს სა­ლა­თი სრუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მინს. იდე­ა­ლუ­რია მო­ხარ­შულ კარ­ტო­ფილ­თან, ხახვთან და კა­მას­თან ერ­თად, ასე­ვე მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გიძ­ლია ბუ­ტერბრო­დებ­ში, კვერ­ცხთან, მწვა­ნილ­თან ან ლა­ვაშ­თან.

გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­შა­ყი (მაგ. მა­რილ­ში) იდე­ა­ლუ­რია ცხე­ლი ამინ­დის­თვის — ის მზა პრო­დუქ­ტია!

რჩე­ვა: შე­არ­ჩი­ეთ მსუ­ბუ­ქად და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­შა­ყი, გა­და­ავ­ლეთ წყა­ლი ან რძე სიმ­ლა­შის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად.

მოივა

მოივა

ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი მო­ი­ვა ნაკ­ლე­ბად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, ცი­ლე­ბი­თა და ომე­გა-3 მჟა­ვე­ბით მდი­და­რი თევ­ზია, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია და ენერ­გი­ით გამ­დიდ­რე­ბულ, და­ბალ­კა­ლო­რი­ულ რა­ცი­ონ­ში მშვე­ნივ­რად ჯდე­ბა. ის ასე­ვე კარ­გი წყა­როა D ვი­ტა­მი­ნი­სა და სე­ლე­ნის, რაც იმუ­ნურ სის­ტე­მა­სა და ძვლის ჯან­მრთე­ლო­ბას უწყობს ხელს.

ზა­ფხულ­ში ორ­გა­ნიზ­მი ხში­რად ითხოვს მარ­ტივ, ცივ და მსუ­ბუქ ცი­ლო­ვან პრო­დუქტს — ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი მო­ი­ვა სწო­რედ ასე­თია. მისი არო­მა­ტუ­ლი ტექ­სტუ­რა და ბუ­ნებ­რი­ვი მა­რი­ლო­ვა­ნი გემო იდე­ა­ლუ­რად ეხა­მე­ბა ახალ კიტრს, ლი­მონს, ქერ­ქი­ან პურს ან რუ­კო­ლას სა­ლათს. იდე­ა­ლუ­რია სენდვი­ჩე­ბის­თვის, თევ­ზის და­ფა­ზე ლა­მა­ზად გან­ლა­გე­ბის­თვის, ან რო­გორც სა­ლა­თის მსუ­ბუ­ქი პრო­ტე­ი­ნუ­ლი და­მა­ტე­ბა.