ბლოგი
გაიუმჯობესეთ თქვენი კვებითი ჩვევები - პრაქტიკული რჩევები

გაიუმჯობესეთ თქვენი კვებითი ჩვევები - პრაქტიკული რჩევები

სწორი კვება

ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ვე­ბი. ზოგი მათ­გა­ნი სწო­რია, ზოგი კი მავ­ნე. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნი ხა­ნია ეს ჩვე­ვე­ბი გაქვთ, მათი გა­მოს­წო­რე­ბა არას­დროს არის გვი­ა­ნი. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი კი თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რო­დე­საც საქ­მე კვე­ბას ეხე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მხო­ლოდ იმას თუ რას ვჭამთ, არა­მედ იმა­საც, თუ რო­გორ ვჭამთ.

თუმ­ცა ცვლი­ლე­ბე­ბი არ უნდა იყოს რა­დი­კა­ლუ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი. რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს ორ­გა­ნიზ­მი მარ­ტი­ვად ვერ ეგუ­ე­ბა და მის მი­მართ აგ­რე­სი­აც უჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი ჩვე­ვა ეტა­პობ­რი­ვად და და­გეგ­მი­ლად გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. ამ გზით შეძ­ლებთ სა­მუ­და­მოდ დაძ­ლი­ოთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი.

"ნი­კო­რა“ წარ­მო­გიდ­გენთ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც სწო­რი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს.

კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სამი ძი­რი­თა­დი ეტა­პის გავ­ლა მო­გი­წევთ. ესე­ნია - აღ­მო­ა­ჩი­ნე, ჩა­ა­ნაც­ვლე და გა­აძ­ლი­ე­რე.

  • აღ­მო­სა­ჩე­ნად სა­ჭი­როა თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი კვე­ბი­თი ჩვე­ვა, რო­გორც კარ­გი, ისე ცუდი ჩა­მო­წე­როთ. ამას­თან არ და­გა­ვი­წყდეთ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ ის გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რომ­ლე­ბიც არა­ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გი­წყო­ბენ ხელს.
  • ჩა­ნაც­ვლე­ბის ეტაპ­ზე თი­თო­ე­უ­ლი არა­ჯან­სა­ღი ჩვე­ვა ჩა­ა­ნაც­ვლეთ ჯან­სა­ღით.
  • გა­აძ­ლი­ე­რეთ თქვე­ნი ახა­ლი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბი.

თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ, რომ მათი რე­ა­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­გი­მარ­ტივ­დეთ.

აღმოჩენა

აღმოჩენა
აი­ღეთ ფურ­ცე­ლი და კა­ლა­მი და ჩა­მო­წე­რეთ თქვე­ნი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბი. ის მო­ი­ცავს რო­გორც საკ­ვებს, ისე სას­მელს. მო­ი­ნიშ­ნეთ თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებთ. ასე­ვე და­წე­რეთ რო­მელ სა­ათ­ზე რას მი­ირ­თმევთ. ეს დღი­უ­რი ჩვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, და­წე­როთ რას გრძნობ­დით, რო­დე­საც ჭამა გა­და­წყვი­ტეთ. ჭამა ყო­ველ­თვის არ უკავ­შირ­დე­ბა შიმ­შილს, ამი­ტომ მო­ი­ნიშ­ნეთ, რას გრძნობ­დით შიმ­ში­ლის გარ­და. იქ­ნებ ეს იყო დაღ­ლი­ლო­ბა ან სტრე­სი? დღი­უ­რის სა­წარ­მო­ებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღე საკ­მა­რი­სია. შემ­დეგ ეტაპ­ზე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მო­ყა­ვით ძი­რი­თა­დი ჩვე­ვე­ბი. შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ არც ისე ცოტა მავ­ნე კვე­ბი­თი ჩვე­ვა გაქვთ და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: სწრა­ფად ჭამა, ძა­ლი­ან ბევ­რის ჭამა, ჭამა რო­დე­საც მში­ე­რი არ ხართ, ფეხ­ზე დამ­დგა­რი ჭამა, დე­სერ­ტის ხში­რი მირ­თმე­ვა, კვე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა და სხვა.

ჩვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცეს­ში კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზეთ მი­ზე­ზე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ ქცე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ გი­ბიძ­გებთ და მხო­ლოდ შემ­დეგ და­ი­წყეთ მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ყო­ველ­თვის თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს. გა­ამ­ხნე­ვეთ და შე­ა­ქეთ სა­კუ­თა­რი თავი თი­თო­ე­უ­ლი არა­ჯან­სა­ღი ჩვე­ვის გა­მოს­წო­რე­ბის დროს.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ მი­ზე­ზებ­საც, რომ­ლე­ბიც მა­შინ გი­ბიძ­გე­ბენ ჭა­მის­კენ, რო­დე­საც არ გში­ათ. რო­გორც წესი, ასეთ მი­ზე­ზებს შო­რის არის ხოლ­მე: სახ­ლში ან სა­მუ­შაო სივ­რცე­ში ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლის ქონა, სახ­ლში ხში­რად უსაქ­მოდ ყოფ­ნა, სტრე­სუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დი­ლის არ ქონა და სხვა. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ადა­მი­ა­ნი ისეა გან­წყო­ბი­ლი, თა­ვად ეძებს მი­ზე­ზებს საჭ­მე­ლად. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი მი­ზე­ზე­ბი ნამ­დვი­ლად არ და­გე­ლე­ვათ. ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი მი­ზე­ზის შე­სა­ხებ ჰკი­თხეთ სა­კუ­თარ თავს: რა შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას თავი ავა­რი­დო? მათ­ზე გულ­წრფე­ლი პა­სუ­ხი ყვე­ლა­ზე კარ­გად თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ. თუ თა­ვის არი­დე­ბა ობი­ექ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ უნდა მო­ძებ­ნოთ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, სხვა ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც იმ მო­მენ­ტში ჭა­მის ნაც­ვლად გა­ა­კე­თებთ.

ჩანაცვლება

ჩანაცვლება

თი­თო­ე­უ­ლი არა­ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი ჩვე­ვის სა­ნაც­ვლოდ მო­ი­ფიქ­რეთ ჯან­სა­ღი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. მა­გა­ლი­თად, თუ სწრა­ფად ჭამთ, ეცა­დეთ მარ­ტო არ იყოთ ხოლ­მე ჭა­მის დროს. ასე პრო­ცესს უფრო გა­ა­ხან­გრძლი­ვებთ. ან უბ­რა­ლოდ ჩან­გა­ლი და­დეთ ხოლ­მე თი­თო­ე­უ­ლი ლუკ­მის შემ­დეგ, ეს და­გეხ­მა­რე­ბათ ჭა­მის ტემ­პი შე­ა­ნე­ლოთ. მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭა­მის დროს ყუ­რა­დღე­ბას გი­ფან­ტა­ვენ და თქვე­ნი ჭა­მის ტემ­პი და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩქარ­დე­ბა. მოკ­ლედ, შე­ი­მუ­შა­ვეთ თქვე­ნი სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გია თი­თო­ე­ულ მი­ზეზ­თან ბრძო­ლის­თვის.

თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ მო­წყე­ნი­ლო­ბის დროს ჭამა გიყ­ვართ, ჩა­მო­წე­რეთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჭა­მის ნაც­ვლად გა­ა­კე­თებთ. მა­გა­ლი­თად, და­უ­რე­კეთ მე­გო­ბარს, გა­დით სა­სე­ირ­ნოდ ან სხვა.

 

გაძლიერება

გა­აძ­ლი­ე­რეთ თქვე­ნი ახა­ლი, სწო­რი ჩვე­ვე­ბი და ამ პრო­ცეს­ში იყა­ვით მომთმე­ნე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. გახ­სოვ­დეთ, ცვლი­ლე­ბე­ბი ერთ ღა­მე­ში არ მოხ­დე­ბა. ამ პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ ჩა­ვარ­დნე­ბიც, თუმ­ცა ამის გამო თავს ნუ გა­კი­ცხავთ და ნუ და­ის­ტრე­სე­ბით. ასე საქ­მეს უფრო გა­ა­ფუ­ჭებთ. თქვენ ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებთ. გახ­სოვ­დეთ, ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად ზოგს მეტი დრო სჭირ­დე­ბა, ზოგს ნაკ­ლე­ბი. თუმ­ცა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირს. სწო­რი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბი ჯან­მრთე­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.