ბლოგი
რა კავშირია ჭამასა და განწყობას შორის?

რა კავშირია ჭამასა და განწყობას შორის?

თევზი

"ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ“ - ეს ფრაზა ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მედიცინის მამის, ჰიპოკრატეს გამონათქვამი საჭმლის შესახებ: "შენი საჭმელი უნდა იყოს წამალი, წამალი კი - საჭმელი“. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ხალხი მიხვდა, რომ სხვადასხვა საკვები ადამიანის განწყობასა და მდგომარეობაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მაგალითად, როგორც აფროდიზიაკი.  

ბოლო 80-100 წლის განმავლობაში მეცნიერებამ აქტიურად შეისწავლა კავშირი საკვების მიღებასა და ადამიანის განწყობას შორის.  ახლა, ჩვენ ვიცით, რომ საკვებმა, რომელსაც ყოველდღიურად ვჭამთ, შეიძლება გავლენა იქონიოს განწყობაზე, მოქმედებასა და ადამიანის მდგომარეობაზე.  როგორც ჩანს, მოხუცი ჰიპოკრატე მართალი იყო, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ჯანმრთელობის მართვა საჭმლის დახმარებით. არ გჯერათ? მოდით, გავარკვიოთ!

ამ ბლოგში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა სახის  საჭმელს შეუძლია დადებითი ემოციების გამოწვევა და სტრესის შემცირება და რატომ არის თევზი კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი.

ჭამა და განწყობა: როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს?

ჭამა და განწყობა: როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს?

საკვებსა და განწყობას შორის ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში იქნა შესწავლილი სამეცნიერო კვლევებში და ამ კვლევების შედეგები მოწმობს, რომ ის ნამდვილად არსებობს. თქვენს რაციონს  შეუძლია გავლენა მოახდინოს თავის ტვინში არსებულ ქიმიურ ბალანსზე და ჰორმონების დონეზე, როგორიცაა სეროტონინი, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერებისა და სიამოვნების გრძნობაზე.  არსებობს გარკვეული საკვები, რომელსაც შეუძლია დადებითი ემოციების გამოწვევა და განწყობის გაუმჯობესება, და პირიქით - ძილიანობისა და დეპრესიის შეგრძნება.

მაგალითად, შოკოლადი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენდორფინების - სიხარულის ჰორმონების გამოყოფას. ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ განწყობის გაუმჯობესებასა და საერთო კეთილდღეობას. თხილი კი შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და პროტეინს, რაც ხელს უწყობს ენერგიის დონის რეგულირებას და ამცირებს სტრესს.

თევზი და განწყობა

თევზი და განწყობა

კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები თევზია. ის მდიდარია ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც დადებით გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები ეხმარება ორგანიზმში ანთების ჩაქრობას, რაც ხელს უწყობს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების შემცირებას. ასევე აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და სეროტონინის დონეს ტვინში, რაც ამაღლებს  განწყობას და ამცირებს სტრესს. ორაგული, ქაშაყი, თინუსი და სარდინი ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა. ამ სახეობის თევზის რეგულარულად ჭამა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და გააუმჯობესოთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

სეროტონინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა ორგანიზმში. ის  წარმოიქმნება ტვინის ქსოვილში ტრიპტოფანის, ამინომჟავის შედეგად, რომელიც გვხვდება, მაგალითად, ხამანწკებში, ორაგულში, ბანანში, თხილში, რძეში, ინდაურის ხორცში, ანანასში, ისპანახსა და კვერცხში.

მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზი ატლანტის ოკეანეში, ნორვეგიის სანაპიროებთან ბინადრობს. სწორედ აქედან მარაგდება მსოფლიო უმაღლესი ხარისხის ნედლეულით. მათ შორის  „ოკეანეს“ თევზეულიც. განწყობის გასაუმჯობესებლად და ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ცხიმიანი თევზი ადამიანის კვების რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. განსაკუთრებით სასარგებლო გახლავთ ნორვეგიული ორაგული, რომელიც სასურველია, რომ კვირაში ერთხელ მაინც მიიღოთ. ნორვეგიული ორაგული ცივ წყლებში ბინადრობს და ვიტამინების ნამდვილი საბადოა.

ომეგა-3-ით მდიდარ საკვებს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი განწყობა

ომეგა-3-ით მდიდარ საკვებს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი განწყობა

კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი ნახშირწყლების შემცველი დიეტა ზრდის ბრაზის განცდას და აუარესებს დეპრესიას. იგივე ხდება იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც მიირთმევენ ბევრ ცილას და ცოტა ნახშირწყლებს. ჭარბი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება კი იწვევს ძილიანობას. ზოგადად საკვებში ნახშირწყლების მაღალი შემცველობა დადებითად მოქმედებს განწყობაზე. 

საკვებს, რომელსაც შეუძლია დადებითი ემოციების გამოწვევა და მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი განწყობა და შეამციროს სტრესის დონე. თუ თავს ხშირად გრძნობთ დათრგუნულად ან სევდიანად, სცადეთ  კვების რაციონის შეცვლა და დაბალანსება. მიირთვით ის პროდუქტები უფრო მეტი რაოდენობით, რომელთა შესახებაც ბლოგში ვისაუბრე.   არ დაივიწყოთ ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის მნიშვნელობა, რათა შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა ყოველდღე.