ბლოგი
დედის ბლოგი: როგორ შევებრძოლე ვირუსებს პროდუქტების სწორად შერჩევით

დედის ბლოგი: როგორ შევებრძოლე ვირუსებს პროდუქტების სწორად შერჩევით

შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო სხვადასხვა ტიპის ვირუსები აქტიურდება. მართალია ზამთრის მიწურულია, მაგრამ ჯერ კიდევ  წელიწადის ის დროა, როცა ბავშვების იმუნიტეტზე ზრუნვა განსაკუთრებით გვიწევს.

როგორც დედამ, ეკა ნადიბაიძემ მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დამეხმარა ჩემი 5 წლის შვილის და მთელი ოჯახის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ჩემი "მიგნებები“ ბევრისთვის სიახლე არ იქნება, მაგრამ გიზიარებთ, როგორც გამოცდილებას... მას შემდეგ რაც, ჩემი 5 წლის შვილისთვის ყოველი ბაღში წასვლა, სახლში მოტანილი ახალი ვირუსით სრულდებოდა, დავიწყე ინფორმაციის მოძიება, გამოსავლის ძიება...არავისთვის უცხო არ არის თუ რა მნიშვნელობა აქვს დაბალასებულ, ვიტამინებით გამდიდრებულ კვებას, თითქმის ერთი წელია ამ პრინციპს მივყვები და  საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ოჯახისთვის საშველი სწორედ ეს მიდგომა აღმოჩნდა. ამიტომ გიზიარებთ ამ გამოცდილებას...

ბავშვის კვებაში გაცილებით აქტიურად ჩავრთე ხილი და ბოსტნეული

ბავშვის კვებაში გაცილებით აქტიურად ჩავრთე ხილი და ბოსტნეული

მინდა გითრათ, რომ ხილის და ბოსტნეულის საკმარისი რაოდენობით, კვების რაციონში ჩართვით, ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭირო ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მარაგი გარანტირებული გექნებათ.

განსაკუთრებით სასარგებლო ხილის და ბოსტნეულის სახეობებია:

კივი, კენკრა, ბროწეული, ვაშლი, ანანასი, ავოკადო, მსხალი, ნიორი და ხახვი, წითელი წიწაკა, ჭარხალი, კომბოსტო, გოგრა, ისპანახი და სტაფილო. ეცადეთ, დღის განმავლობაში რამდენიმე მაინც შეიტანოთ  ყოველდღიურ რაციონში. მაგალითად, კენკროვნებს აქვთ ანთების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი და აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ასევე ძალიან სასარგებლოა ბროწეული, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, პოლიფენოლებით და C ვიტამინით. ავოკადო შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და C და E ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას და იცავენ ვირუსებისგან. თუ თქვენი პატარა უარს ამბობს ხილის და ბოსტნეულის მიღებაზე, შეეცადეთ კვების პროცესს ცოტა გართობის სახე მისცეთ. დაუჭერით ლამაზად, (ხილს და ბოსტეულს შეიძლება მისცეთ სახალისო ფორმები) გაართეთ. ჩემს შემთხვევაში ამ მეთოდმა გაამართლა.

ციტრუსები

ციტრუსები

ფორთოხალი, მანდარინი და ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმს გაციებისგან იცავს. C ვიტამინის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. თუ თქვენი შვილი არ მიირთმევს ციტრუსს ცოცხალი სახით, მოამზადეთ ფრეში.

რაციონში აუცილებლად ჩართეთ ცილოვანი საკვები

რაციონში აუცილებლად ჩართეთ ცილოვანი საკვები

რაციონში აუცილებლად  ჩართეთ ცილის ისეთი წყაროები, როგორიცაა ქათამი, თევზი, კვერცხი და ლობიო. პროტეინი არა მხოლოდ ხელს უწყობს ქსოვილების ზრდას და აღდგენას, არამედ აძლიერებს იმუნურ სისტემას. მე, ბავშვის კვებაში, აქტიურად ვრთავ ორაგულს, კვირაში ორჯერ მაინც.  ორაგული არის აუცილებელი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყარო. ამ ცხიმოვან მჟავებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მათ ასევე შეუძლიათ დაეხმარონ იმუნიტეტს  სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ორაგული მდიდარია ცილებით, D ვიტამინით და B12 ვიტამინით, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში და ორგანიზმის საერთო კეთილდღეობაში. ამიტომ, ორაგულის ჩართვა რაციონში მარტივი სენდვიჩების სახით ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

რეკომენდაციის სახით აქვე გეტყვით, რომ ყოველ ხუთშაბათს, მნიშვნელოვანი ფასდაკლებებია „ოკეანეს“ თევზეულზე ნიკორასა და ლიბრეს სუმერმარკეტებში. შეგიძლიათ ეკონომიურ ფასში შეიძინოთ და მოიმარაგოთ „ოკეანეს“ რომელიმე პროდუქტი.

პრობიოტიკები

პრობიოტიკები

ჩემი დაკვირვების კიდევ ერთი შედეგი, პრობიოტიკებით  მდიდარი საკვების მიღებაა. მაგალითად ისეთის, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მაწონი, აირანი. ეს პროდუქტები ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი ფლორის შენარჩუნებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. პრობიოტიკებით მდიდარი საკვები  შეიცავს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას, რაც თვის მხრივ  მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, პრობიოტიკებს შეუძლიათ ორგანიზმში ანთების შემცირება, საჭმლის მონელების გაუმჯობესება...

 

დამატებითი რჩევები

დამატებითი რჩევები

შევზღუდეთ შაქარი - პატარებს განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული.  მოერიდეთ შაქრის ჭარბ მოხმარებას, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს იმუნური სისტემა და ხელი შეუწყოს ანთებას.

გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია  საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება -  სხეულის ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. აკონტროლეთ, რომ ბავშვმა დღის მანძილზე თავისი წონის რეკომენდებული რაოდენობის წყალი მიიღოს.

ვეცადე კვების რაციონში D ვიტამინით მდიდარი საკვები ჩამერთო - ზამთარში, როცა ნაკლებადაა მზიანი ამინდები, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ D ვიტამინით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ცხიმიანი თევზი, ცხოველის ღვიძლი და კვერცხის გული.

ერთი წელია, რაც რაციონში კვების ამ პრინციპს ვიყენებ.  მივხვდი რომ აქამდე,  ჩემი შვილი, ამ ძალიან სასარგებლო და საჭირო პროდუქტებს, საკმარისი რაოდენობით არ იღებდა. მისი ცუდი იმუნიტეტის და ხშირი ვირუსების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ესეც იყო. თამაშით, სიცილით და მოთმინებით შევეცადე მისთვის დაბალანსებული და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები, ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. შედეგიც გვაქვს. წელს, ჯერჯერობით,  ვირუსი არ შეგვხვედრია. ამ პრინციპების დაცვით, თქვენც შეძლებთ გააძლიეროთ თქვენი და თქვენი ოჯახის უმცროსი წევრების იმუნური სისტემა და უფრო ეფექტურად დაიცვათ ორგანიზმი ვირუსებისა და ინფექციებისგან.