ბლოგი
რა სარგებელს მიიღებთ, თუ რძის პროდუქტებს ყოველდღე მიირთმევთ

რა სარგებელს მიიღებთ, თუ რძის პროდუქტებს ყოველდღე მიირთმევთ

რძის პროდუქტები

რძე და რძის ნაწარმი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ჩნდება კითხვის ნიშნები მის სარგებლიანობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ ნუტრიციოლოგები და დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ რძის ნაწარმის ყოველდღიურად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

 

აღნიშნულში მარტივად დასარწმუნებლად გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს:

სასარგებლო ნივთიერებები

სასარგებლო ნივთიერებები

რძე, ყველი და იოგურტი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან თითოეული მათგანი ვიტამინებისა და მინერალების სრულ პაკეტს შეიცავს. მათ შორისაა: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, პროტეინი, რიბოფლავინი, ნიაცინი, ვიტამინები A, D, B12 და სხვა.

 

ცილა - რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, ვინაიდან უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. ცილის, იგივე პროტეინის, შემცველი საკვები ადამიანს ეხმარება ხანგრძლივად გაჰყვეს ნაყროვანების შეგრძნება, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც ასაკის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე კუნთოვან ქსოვილს ფორმირებაში ეხმარება. 1 ჭიქა რძე შეიცავს 8 გრამ მაღალი ხარისხის პროტეინს. ამ მაჩვენებელს სხვა საკვებს თუ შეადარებთ, მიხვდებით, რომ ის მართლაც პროტეინის საბადოა. ასევეა ყველის, ხაჭოსა და იოგურტის შემთხვევაშიც.

 

კალციუმი - კიდევ ერთი შედარება რომ გავაკეთოთ, 1 პორცია რძე შეიცავს იმდენ კალციუმს, რამდენსაც 10 პორცია ისპანახი, 6 პორცია ლობიო ან 3 პორცია ბროკოლი.

 

გემოვნური თვისებები - რძის პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველა მათგანი ვიტამინებისა და მინერალების დიდ რაოდენობას შეიცავს. შესაბამისად, მომხმარებელს დიდი ასორტიმენტი აქვს, რათა მისი გემოვნების შესაბამისი რძის პროდუქტი შეარჩიოს. ზოგს ხაჭო უყვარს, ზოგს კი - რძე და იოგურტი. ზოგი კი რძის ნაწარმით გემრიელ დესერტს ამზადებს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ მათგან დიდ სარგებელს მიიღებთ.

 

რძის ნაწარმის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი მარტივად შეგიძლიათ წაიღოთ სამსახურში ლანჩისთვის. რძის ნაწარმი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წასახემსებლად. ჯანსაღი წასახემსებლის მირთმევა კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მართალია რძის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათი მიღების დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საკვების შემთხვევაში, აუცილებელია ზომიერების დაცვა. სასურველია ყოველდღიურად 3 პორცია რძე და რძის ნაწარმი მიიღოთ, როგორც დაბალანსებული კვების ნაწილი.

ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი 1 პორცია რძის ნაწარმი შემდეგნაირად გამოიყურება:

ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი 1 პორცია რძის ნაწარმი შემდეგნაირად გამოიყურება:
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა იოგურტი ან კეფირი
  • 45 გრ ყველი
  • ½ ჭიქა ხაჭო

არ დაგავიწყდეთ რძის ნაწარმით თქვენი და თქვენი შვილების ყოველდღიური რაციონის გამდიდრება.