Ge | En |
ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენს სხეულზე ისე გონებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ვარჯიშს შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესება და წონის კლება, ძალის და გამძლეობის მომატება. მაგრამ არის რაღაც, რასაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ მომენტალურად ვგრძნობთ და ეს ხასიათის გაუმჯობესებაა.
კვლევებმა აჩვენა რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც ვარჯიშობენ ბევრად უკეთესი განწყობა აქვთ ვიდრე იმათ, ვინც საერთოდ არ არის ფიზიკურად აქტიური.
ხასიათის გაუმჯობესებაზე მოქმედებს ჰორმონები, რომლებიც ვარჯიშის დროს გამოიყოფა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთ საათიანი აქტიური დატვირთვაა თუ პატარა 10 წუთიანი ფიზიკური აქტივობა. როგორც კი მოძრაობას ვიწყებთ მომენტალურად ორგანიზმში იზრდება სეროტონინის დონე, რომელიც ბედნიერების ჰორმონია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის, ასევე მთლიანად ორგანიზმის, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაში.
ვარჯიშს ასევე შეუძლია სტრესთან გამკლავება. სტრესი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე, მაგრამ რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სტრესი მცირე დოზით კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ამ დროს გამოიყოფა სტეროიდული ჰორმონი - კორტიზოლი. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე, მონაწილეობს არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებაში და არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. Როდესაც ჩვენ დიდი დროის განმავლობაში სტრესს განვიცდით კორტიზოლი მთლიანად მასთან გამკლავებაში “იხარჯება” და სხვა ფუნქციებს ისე ვეღარ ასრულებს.
სტრესის დროს ძალიან კარგი გამოსავალია ფიზიკური აქტივობა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას შეუძლია თავისთვის მისაღები ფიზიკური აქტივობა შეასრულოს: იოგა, ცურვა, კრივი ან შესაძლებელია მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის გაკეთება.
10 Burpees
10 Air Squats
10 Push-Ups
10 Sit-Ups
10 Burpees
100 meter Run
10 Air Squats
100 meter Run
10 Push-Ups
100 meter Run
10 Sit-Ups
100 meter Run
იმის გარდა, რომ ვარჯიში ჰორმონების ხარჯზე ახერხებს ჩვენი ხასიათის გაუმჯობესებას, ის გვმატებს თვითშეფასებას და უფრო ადვილად ვახერხებთ ემოციების კონტროლს, რაც დეპრესიის და სტრესის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიში ასევე გვიუმჯობესებს ნებისყოფის ძალას, რის ხარჯზეც ადამიანებს ძალიან ბევრი რამის სხვანაირად მართვა შეგვიძლია.
დღევანდელ დღეს ადამიანების უმრავლესობა დღის ძირითად მონაკვეთს კომპიუტერის ეკრანებთან, უმოძრაო მდგომარეობაშო ვატარებთ, ეს ყველაფერი ზრდის დაღლილობას და სტრესს.
ბედნიერება და კარგ ხასიათზე ყოფნა სულაც არ არის რაღაც მიუწვნდომელი, რომლისთვისაც განსაკუთრებული გარჯა გვჭირდება. იმისთვის რომ ბედნიერებას მივაღწიოთ მსუბუქი ფიზიკური აქტივობა (თუნდაც სწრაფი სიარული, კიბეებზე სიარული, ძაღლის გასეირნება) კვირაში რამოდენიმე დღეც საკმარისია. თან ამას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა და ძილის ხარისხიც.
ჩვენი ორგანიზმი მოძრაობისთვის არის შექმნილი, იმის მიუხედავად რომ ვარჯიშს დამატებითი დროის გამოყოფა სჭირდება, ის იმდენად პროდუქტიულს გვხდის რომ ბევრად მეტი დრო გვინთავისუფლდება სხვა საყვარელი საქმისთვის, რაც თავისთავად უფრო ბედნიერს გვხდის.
ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა)
Ნინი გოგუაძე (ნინიკუშკა), სერთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი და სპორტული ნუტრიციოლოგია. Სპორტთან ბავშვობიდან აქვს შეხება. სკოლის პერიოდში სრიალებლდა თხილამურებზე, იყო არაერთი შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული, დაკავებული იყო კედელზე ცოცვით და ფეხბურთის თამაშით.
აქტიურად ფიტნესით დაახლოებით 6 წლის წინ დაინტერესდა და ვარჯიში მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცდილობს სხვა ადამიანებსაც შეაყვაროს ვარჯიში და დაანახოს, რომ ფიზიკურ აქტივობას ბევრად მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე უბრალოდ წონის კლებაა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |