დღის პროდუქტები
8 საინტერესო ფაქტი კარაქზე

8 საინტერესო ფაქტი კარაქზე

რძის პრო­დუქ­ტე­ბი ადამიანი ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. გავრცელებული ინფორმაციით, ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა დღე­ში მი­ნი­მუმ ერთი ჭიქა რძე, ნა­ხე­ვა­რი ჭიქა ხაჭო და და­ახ­ლო­ე­ბით 40 გრ. კა­რა­ქი უნდა მი­ი­ღოს. ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რომ „დღის პრო­დუქ­ტებ­ზე“ სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი ფაქ­ტე­ბის წა­კი­თხვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კა­რა­ქის შე­ფუთ­ვა­ზე კა­რა­ქის სა­დღვე­ბე­ლას გა­მო­გო­ნე­ბის ამ­ბა­ვი წააწყდებით. ამ ისტორიასთან ერთად, შემოგთავაზებთ 8 საინტერესო ფაქტს კარაქის შესახებ.

კა­რა­ქის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი მითი არ­სე­ბობს, რომ­ლი­საც დღემ­დე ბევ­რს სჯე­რა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კა­რა­ქი ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც მდი­და­რია მი­ნე­რა­ლე­ბით: კალ­ცი, ფოს­ფო­რი, B ვი­ტა­მი­ნი, კა­ლი­უ­მი და D ვი­ტა­მი­ნით. ის ცი­ლე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წყა­როა. რე­ა­ლუ­რად, კა­რა­ქი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, მთა­ვა­რია მი­ი­ღოთ ის ზო­მი­ე­რად და, რაც მთა­ვა­რია, შე­არ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი.

ფაქტი #1

ფაქტი #1

ქარ­თვე­ლე­ბი ოდით­გან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით. დღე­საც, ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი რომ მო­ი­ა­როთ, უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­ურ გა­მო­გო­ნე­ბას წა­ა­წყდე­ბით. გუ­რი­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ძმე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც ბე­ტო­ნის ამ­რე­ვი მან­ქა­ნის პრინ­ციპ­ზე მო­მუ­შა­ვე კა­რა­ქის სა­დღვე­ბე­ლა შექ­მნეს. ძმებს ყო­ველ­დღი­უ­რად უწევ­დათ ქა­ლაქ­ში ცხე­ნე­ბით ჩას­ვლა, სა­დაც სხვა­დას­ხვა რძის პრო­დუქტს ყიდ­დნენ, მათ შო­რის, კა­რაქ­საც. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მიხ­ვდნენ, რომ კა­რა­ქის დღვე­ბა­ზე ენერ­გი­ი­სა და დრო­ის კარ­გვა უაზ­რო­ბა იყო. ასე შექ­მნეს სა­დღვე­ბე­ლა, რო­მელ­საც ცხენ­ზე მარ­ტი­ვად მი­ა­მაგ­რებ­დნენ და გზა­ში ქა­ლაქ­ში ჩას­ვლამ­დე ნა­ღე­ბი კა­რა­ქად იქ­ცე­ო­და. თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ეს შემ­თხვე­ვა არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. ძმებს სხვა გა­მო­გო­ნე­ბაც ბევ­რი აქვთ, მათ შო­რის კარ­ტო­ფი­ლის მთე­სა­ვი აპა­რა­ტი და ჭკვი­ა­ნი სარ­წყა­ვი მე­ქა­ნიზ­მი.

 

ფაქ­ტი #2

კა­რა­ქი პირ­ვე­ლად ძვ. წ. 1500-დან 2000 წლე­ბის შუ­ა­ლედ­ში, ძველ ინ­დო­ეთ­ში გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მისი წარ­მო­ე­ბის პირ­ველ შემ­ქმნე­ლე­ბად ძვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი ით­ვლე­ბი­ან. ისი­ნი კა­რაქს ძველ აღ­თქმა­შიც ახ­სე­ნე­ბენ. ძვე­ლად, სუფ­რა­ზე კა­რა­ქის არ­სე­ბო­ბა ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებ­და.

 

ფაქ­ტი #3

კა­რა­ქი ცხი­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით იყო­ფა შემ­დეგ სა­ხე­ო­ბე­ბად: „ტრა­დი­ცი­უ­ლი“ - 82,5%, „სა­მოყ­ვა­რუ­ლო“ - 80% და ე. წ. გლე­ხუ­რი კა­რა­ქი - 72,5%. კა­რა­ქის მწარ­მო­ე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, კრე­მი­სებ­რი სტრუქ­ტუ­რა და პას­ტე­რი­ზა­ცია ყვე­ლა­ზე ჰარ­მო­ნი­უ­ლად შერ­წყმუ­ლი გლე­ხურ კა­რაქ­შია. ის ინარ­ჩუ­ნებს ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ანე­ლებს პრო­დუქ­ტში და­ჟან­გვის პრო­ცე­სებს. „გლე­ხუ­რი კა­რა­ქის“ ცხი­მი­ა­ნო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ის პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ნა­ღე­ბის­გან მზად­დე­ბა. ამ ტი­პის კა­რა­ქი ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია.

ფაქტი #4

ფაქტი #4

კა­რაქ­ში იმ­დე­ნი A ვი­ტა­მი­ნია, რამ­დე­ნიც არ არის მცე­ნა­რე­ულ ზეთ­ში. ის კარ­გია არა მხო­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბი­სა და კა­ნის­თვის, არა­მედ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. უფრო მე­ტიც, ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის კა­რა­ქი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. დი­ლით კა­რა­ქის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაც კი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ თავი ჰი­პო­თერ­მი­ის­გან და­იც­ვათ.

 

ფაქ­ტი #5

შიგ­თავსზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­რა­ქის შე­ფუთ­ვა. ყვე­ლამ არ იცის, რომ კა­რა­ქი მზის შუქ­ზე კარ­გავს ვი­ტა­მი­ნებს და ღი­რე­ბულ თვი­სე­ბებს. ყვით­ლდე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო გე­მოს იძენს. ამი­ტომ არა­სო­დეს იყი­დოთ ის პერ­გა­მენ­ტის ქა­ღალ­დში ან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში გახ­ვე­უ­ლი. ასე­თი პრო­დუქ­ტი უკვე აღარ ით­ვლე­ბა ჯან­სა­ღად.

 

 

ფაქტი #6

ფაქტი #6

კა­რა­ქი რძის შე­დღვე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა. ამ პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს - რძის სე­პა­რა­ცია და მუდ­მი­ვი დღვე­ბა. ორი­ვე მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, მი­ი­ღე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოს, მაგ­რამ ერთი და იმა­ვე სარ­გებ­ლის მქო­ნე კა­რა­ქი. ნა­ღე­ბის კა­რა­ქი შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მხო­ლოდ იმ პრო­დუქტს, რომ­ლის ცხი­მი­ა­ნო­ბა 80%-დან 90%-მდეა. თუ ეტი­კეტს აწე­რია, რომ დამ­ზა­დე­ბუ­ლია რძის ცხიმ­ზე, ეს კა­რა­ქი ნა­ტუ­რა­ლუ­რია. რძის ცხიმს, რძეს­თან ერ­თად, რძის ფხვნი­ლიც შე­ი­ცავს. სწო­რედ ამი­ტომ, რძის ფხვნი­ლიც ნა­ტუ­რა­ლურ ნედ­ლე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. რო­დე­საც ეტი­კეტ­ზე არის წარ­წე­რა - "სპრე­დი” - ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი წარ­მო­ად­გენს ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის ნა­რევს. სპრე­დი ევ­რო­პე­ლე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი, დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია.

 

ფაქ­ტი #7

გა­ყინ­ვი­სას კა­რა­ქი არ კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს. მას უნარ­ჩუნ­დე­ბა პლაზ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ცი­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც კა­რა­ქის სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბებს გან­სა­ზღვრავს. ამ­დე­ნად, გა­ყი­ნუ­ლი კა­რა­ქი ისე­თი­ვე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, რო­გორც გა­უ­ყი­ნა­ვი.

 

ფაქ­ტი #8

მსოფ­ლი­ო­ში, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 5 მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე მეტი კა­რა­ქი მო­იხ­მა­რე­ბა.

თქვენ რამ­დე­ნად ხში­რად მი­ირ­თმევთ?

 

მომზადებულია ambebi.ge-სთან ერთად