დღის პროდუქტები
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჯგუფურად ვარჯიში უფრო სასარგებლოა

ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჯგუფურად ვარჯიში უფრო სასარგებლოა

ვარჯიში მარტო თუ ჯგუფთან ერთად  სასარგებლოა ადამიანისთვის.  საინტერესოა თქვენთვის რა უფრო მიმზიდველია? ქუჩაში, სპორტდარბაზში, მარტო სიარული, სირბილი თუ უფრო მეტად ფიტნეს გაკვეთილები, სადაც ყველა სუნთქავს, მოძრაობს სინქრონულად და საერთო ჰარმონიაა. რომელი მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. ვარჯიშს ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის. იგი აუმჯობესებს ძილს, ხასიათს, ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს გონებრივი კონცენტრაციის მომატებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფურ ვარჯიშს უპირატესობა აქვს და კიდე უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

 

გუნდურობა მარტო ვარჯიშის საწინააღმდეგოდ

 

მკვლევარები შეეცადნენ კვლევებით დაედგინათ თუ რამდენად დაეხმარებოდა ჯგუფური ვარჯიშები  მაღალი სტრესის მქონე ჯგუფებს,  მაგალითად მედიკოსებს.  კვლევის დასაწყისში შეფასდა  მედიკოსების ცხოვრების ხარისხი  - გონებრივი, ფიზიკური,   ემოციური. დაკვირვება ხდებოდა, როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ მოვარჯიშეებზე. ყოველ ოთხ კვირაში  განმეორებით ფასდებოდა მათი მდგომარეობა.

კვლევის დასაწყისში ყველა მედიკოსს ჰქონდა თითქმის ერთი და იგივე მენტალური ჯანმრთელობის მაჩვენებელი. 12 კვირის შემდეგ, ჯგუფურად მოვარჯიშეებში შეინიშნებოდა ცხოვრების ხარისხის სამივე სახეობაში გაუმჯობესება (გონებრივი, ფიზიკური, ემოციური).

ის მედიკოსები, რომლებიც ჯგუფურ არცერთ ვარჯიშს არ ასრულებდნენ და მხოლოდ ფეხით დადიოდნენ ან იყენებდნენ ველოსიპედს დანიშნულების ადგილას მისასვლელად, მათთან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა არც სტრესის დონე და არც ცხოვრების ხარისხი.

კვლევის განზოგადება ყველა მაღალი სტრესის მქონე ჯგუფებზე სასურველი არ არის, რადგან არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც გასათვალისიწნებელია, კერძოდ კვლევაში მხოლოდ ერთი სფეროს წარმომადგენლები (მედიკოსები) იყვნენ ჩართულები და ასევე მონაწილეთა სიმცირე (მხოლოდ 69 მედიკოსი მონაწილეობდა) . მართალია, შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, თუმცა გარკვეულწილად მიგვანიშნებს ერთობლივი ვარჯიშის სიძლიერეზე.

 

ვარჯიში სინქრონულად

 

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ  ჯგუფური ვარჯიში, სადაც სინქრონიზებულია მოძრაობები (მაგ. ნიჩბოსნურ ნავებზე), განსაკუთრებულად ეფექტურია სოციალური კავშირების, ამტანობისა და სპორტულ შესაძლებლობების ამაღლების კუთხით. როგორც მკვლევარები მიიჩნევენ გაზრდილი გამძლეობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს "კარგი გრძნობის" ჰორმონების  დიდი რაოდენობით გამოყოფით -  რაც სინქრონიზებული ვარჯიშის დროს  კიდე უფრო მეტად გამოიყოფა. მსგავსი რამ შესაძლებელია მოხდეს ასევე ისეთი ჯგუფური აქტივობების დროს, როგორიცაა თამაშები,  რიტუალები, ცეკვა...

ზოგადად, აღმოჩნდა, რომ „სავარჯიშო კონტექსტი“ განსაზღვრავს თუ რამდენად მოქმედებს ვარჯიში ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, სოციალური ურთიერთობებზე, ფიზიკურ ამტანობაზე.

რაც უფრო მეტია კონტაქტი ან მხარდაჭერა ვარჯიშის დროს , მით მეტია სარგებელი. ჯგუფური ფიტნეს სესიები უფრო ეფექტურია, როდესაც დასახულია მიზნები, ადგილი აქვს მეგობრულ კონკურენციას, ხდება შედეგების გაზიარება, ადამიანები გრძნობენ, რომ რაღაცის ნაწილს წარმოადგენენ, იდენტობის განცდა აქვთ.

კვლევებმა აჩვენა ასევე, რომ ექსტრავერტებს უფრო მეტად ურჩევნიათ ჯგუფური და მაღალი ინტენსივობის ვარჯიში, ვიდრე ინტროვენტებს.

ბოლოს და ბოლოს აქტიურობა უკეთესია ვიდრე უმოძრაო ცხოვრება.

ასე რომ, იპოვეთ ფიზიკური აქტივობა, რომელიც გიყვართ და მიჰყევით მას - იქნება ეს ფიტნესის გაკვეთილები თუ მარტო ლაშქრობა ველურ ბუნებაში.