დღის პროდუქტები
რისგან მზადდება დიაბეტური ნაყინი და ვისთვისაა რეკომენდებული მისი მირთმევა

რისგან მზადდება დიაბეტური ნაყინი და ვისთვისაა რეკომენდებული მისი მირთმევა

ქართულ ბაზარზე დიაბეტური ნაყინის მიმართ გაზრდილი  ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგაცნოთ, როგორ იქმნება "პალომას" დიაბეტური ნაყინი, მისი ინგრედიენტები, წარმოების სტანდარტები და რეალური სარგებელი.

გთავაზობთ ინტერვიუს "პალომას“ ნაყინის ტექნოლოგთან, მილენა ესაიბეკიანთან.

გთავაზობთ ინტერვიუს

რის საფუძველზე მზადდება დიაბეტური ნაყინი? რომელი ტიპის რძე გამოიყენება რეცეპტურაში და რა ანაცვლებს შაქარს?

დიაბეტური ნაყინი სპეციალური რეცეპტურით მზადდება, რომელიც არ შეიცავს ჩვეულებრივ შაქარს და მაქსიმალურად ამცირებს გლუკოზის დონის ზემოქმედებას. კრემოვან სტრუქტურას უცხიმო რძე უზრუნველყოფს, რომელიც ცილების წყაროა, თუმცა არ ზრდის პროდუქტში ცხიმიანობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტიანი ადამიანებისთვის, რადგან უცხიმო რძე არ ტვირთავს მეტაბოლიზმს და არ იწვევს ინსულინის მომატებას ისე, როგორც ცხიმიანი რძის პროდუქტები.

ტკბილი გემოს მისაღებად თეთრი შაქრის ნაცვლად ვიყენებთ ფრუქტოზას. ეს ბუნებრივი წარმოშობის დამატკბობელია, რომელიც შაქარზე ტკბილია და შაქართან შედარებით მცირე რაოდენობაც საკმარისია. ფრუქტოზა არ ტოვებს ქიმიური დამატკბობლებისთვის დამახასიათებელ სიმწარეს და "ხელოვნურ“ გემოს.

ეფექტურია თუ არა დიაბეტური ნაყინი დიეტის დროს? ვისთვისაა რეკომენდებული?

დიაბეტური ნაყინი დაბალკალორიულია და არ შეიცავს თეთრ შაქარს, ამიტომ,  შესაძლებელია  ზომიერად მიირთვან როგორც დიეტური რეჟიმის, ასევე დიაბეტური კვების დროს. რეკომენდებულია მათთვისაც, ვინც აკონტროლებს წონას, იცავს დაბალგლიკემიურ დიეტას ან აქვს შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტური ნაყინი დესერტის ჯანსაღი ალტერნატივაა. მთავარია, ზომიერად მიირთვათ, როგორც დაბალანსებული კვების ნაწილი.

რა სახის ლაბორატორიულ შემოწმებას გადის დიაბეტური ნაყინი წარმოებამდე და შემდეგ? 

"პალომას“ დიაბეტური ნაყინი მაღალი ხარისხის ევროპული ნედლეულისგან მზადდება, რომელიც წარმოებამდე გადის მიკრობიოლოგიურ და ორგანოლეპტიკურ ლაბორატორიულ შემოწმებას. საწარმოში თითოეული პარტია მოწმდება როგორც მიღებისას, ასევე წარმოებისას. კონტროლდება ტექნოლოგიური პროცესი, ნაყინის სტრუქტურა და ტემპერატურა. მზა პროდუქტი გადის მიკრობიოლოგიურ და ორგანოლეპტიკურ ანალიზს.

რა გემოები აქვს "პალომას“ დიაბეტურ ნაყინს?

"პალომა“ მომხმარებელს სთავაზობს დიაბეტური ნაყინის ორ საყვარელ არომატს: მარწყვისა და შოკოლადის. მარწყვის არომატი გამოირჩევა მსუბუქი ხილის ნატურალური გემოთი, ხოლო შოკოლადის ვერსია -  ბუნებრივი კაკაოს დამატებით.