დღის პროდუქტები
ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები

ღორის ხორცი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის. ის როგორც ყველა ხორცი, ძირითადად ცილებისგან შედგება. ღორის ხორცის შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები და მინერალები:

  • თიამინი (B-ჯგუფის ვიტამინი)
  • სელენი
  • რკინა
  • ფოსფორი
  • თუთია
  • ვიტამინი B12
  • ვიტამინი B3
  • ვიტამინი B6

ღორის ხორცი ასევე შეიცავს ტაურინის, კრეატინის და ბეტა-ალანინს, რომლებიც კუნთებს ფორმირებას უწყობს ხელს.

ღორის ხორცი სხვადასხვა კერძში გამოიყენება, თუმცა საქართველოში მისგან მომზადებული ძირითადი კერძი მწვადია. მწვადისთვის ღორის ხორცის სხვადასხვა ნაწილი გამოიყენება. გაითვალისწინეთ, შერჩეული ნაჭრის მიხედვით უნდა განსაზღვროთ შეწვის სპეციფიკაც. კისრის ნაჭრებში ცხიმისა და მჭლე ხორცის შეფარდება ძალიან კარგადაა. ამავდროულად, ის არ არის ფიზიკურად ძალიან დატვირთული ზონა და, შესაბამისად, ხორციც რბილია, ამიტომ კისრის ნაჭრები მწვადისთვის კარგი გადაწყვეტილებაა.

ბარკლის ხორცი არის შედარებით უცხიმო და მშრალი ნაჭერი. უცხიმო მწვადის მოყვარულთათვის ის საუკეთესო ნაწილია. თუმცა სიმშრალისა და სიმკვირვის გამო, სასურველია, წინასწარ დაამარანიდაოთ.

რაც შეეხება ნეკნებს, არსებობს როგორც მუცლის, ისე ზურგის ნეკნები და ორივე მათგანი შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაწვავად.

მჭლე ხორცის მოყვარულები შესაწვავად ხშირად იყენებენ სუკის ნაჭრებს. ის სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე მშრალი ნაწილია და სასურველია, წინასწარ დაამარინადოთ/დაარბილოთ, რათა შეწვისას ძალიან არ გამოგიშრეთ.

 

ჩალაღაჯი

ჩალაღაჯი

ჩალაღაჯი ანუ ბეჭის ზედა ნაწილი უმეტესად გამოიყენება სტეიკის შესაწვავად.

ღორის ხორცს ბოლო პერიოდში ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის რულეტების მოსამზადებლად. რულეტისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მჭლე და მშრალი ხორცი შეარჩიოთ.

ღორის ხორცი უვნებელი რომ იყოს ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მომზადების დროს მისმა შიდა ტემპერატურამ 71°C-ს მიაღწიოს.