Ge | En |
ხშირად, ფიტნესის რუტინა, ვარჯიშის ჩვეული ციკლი მოსაწყენი და მოსაბეზრებელია. ეს იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა, რაღაც ახალი შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფიტნესის სამყარო არ არის მხოლოდ სპორტულ დარბაზში დროის გატარება და ძალისმიერი ვარჯიშები. არსებობს ვარჯიშის სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც ჩვენს სხეულს გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში ეხმარება. თუ ოდესმე გინახავთ პილატესის გაკვეთილები, ალბათ შეამჩნევდით, რამდენად მხიარულად ატარებენ ადამიანები დროს ვარჯიშის მსვლელობისას. ეს მართლაც ასეა, რადგან ამ დროს არა მხოლოდ კალორიები იწვება, არამედ ადამიანის განწყობაც უმჯობესდება. სანამ გადაწყვეტთ, რომ პილატესით დაკავდეთ, აუცილებელია იცოდეთ რა არის პილატესი და რა მოლოდინები უნდა გქონდეთ.
რა არის პილატესი?
თავისი არსით, პილატესი არის ვარჯიშების კომპლექსი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ჯანმრთელობის, კარგი განწყობისა და უპირველეს ყოვლისა სხეულის ლამაზი ფორმების მისაღწევად ირჩევს. ეს შედეგი კი ზუსტი და მკაცრად კონტროლირებადი ვარჯიშების სუნთქვასთან კორდინირებით მიიღწევა. პილატესის ვარჯიშებში ჩართულია ყველა კუნთი, ხელის თითებიდან დაწყებული ფეხის წვერებით დამთავრებული. შედეგად მაღლდება კუნთების ტონუსი, მცირდება ხერხემლის, წელის ტკივილი, უმჯობესდება ძილი, ადამიანს ეხსნება სტრესი, იზრდება მოქნილობა, ენერგია...
პილატესის რეგულარული ვარჯიშის ხანგრძლივობა 45 წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება და მისი შესრულება შესაძლებელია, როგორც შესაბამისი აღჭურვილობით ასევე მის გარეშე. ფილატეს არ გააჩნია უკუჩვენება, ის ნებისმიერი ასაკის და მომზადების დონის მქონე ადამიანს შეეფერება.
როგორც ავღნიშნეთ, პილატესის ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს, როგორც შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით ასევე მის გარეშე. როდესაც პილატესის ვარჯიშის დროს გამოყენებულ აღჭურვილობაზე ვსაუბრობთ უნდა ვახსენოთ პილატესის ხალიჩა და პილატეს - რეფორმერი. პილატესის ხალიჩა ოდნავ უფრო სქელია, ვიდრე ჩვეულებრივი იოგას ხალიჩა და ვარჯიშის დროს საჭიროა რბილი ბალიშები. პილატეს - რეფორმერი სრულდება განსაკუთრებულ ტრენაჟორზე, რომლის ზედაპირი არასტაბილურია და წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. პილატესის ორივე სახეობა კომპლექსურად მუშაობს მთელს სხეულზე, ამაღლებს კუნთების ტონუსს, მოძრაობებს პლასტიურს ხდის.
გაკვეთილები დამწყებთათვის
მათ, ვინც გადაწყვეტს პილატესით დაკავდეს, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია სუნთქვით და ასევე, Roll-up-სავარჯიშოებთან, რომელიც მიზნად ისახავს სუნთქვის კონტროლს, ხერხემლის დატვირთვას, რაც თავისთავად მუცლის და ზურგის კუნთების გაძლიერებას უწყობს ხელს.
დღეისთვის, პილატესის 500 მეტი სხვადასხვა ვარჯიში არსებობს. ვარჯიშის დაწყების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ სამი ძირითადი პრინციპი: აუცილებელია რეგულარული ვარჯიში (თუ ჯგუფურ ვარჯიშს გადაწყვეტთ, თავიდანვე უნდა შეარჩიოთ ისეთი აუდიტორია, რომელიც თქვენი მომზადების დონეს შეესაბამება და ნელ-ნელა გაზარდოთ თქვენი დატვირთვა). არ არის რეკომენდირებული ყოველდღიური ვარჯიში პილატესით. საწყის ეტაპზე რეკომენდირებული სიხშირე კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიშია. მეორე ეს არის, რომ ვარჯიშის შედეგების დადგომას გარკვეული დრო სჭირდება, 10 ვარჯიშის შემდეგ შეძლებთ სხვაობის დანახვას. კუნთები უფრო ელასტიური და „მართვადი“ გახდება. და მესამე, აუცილებელია სავარჯიშოების ზუსტად შესრულებაა.
სწორად შერჩეული ტანსაცმელი
სწორად შერჩეული ტანსაცმელი თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის დროს შეიძლება გირჩევნიათ ფართო ტანსაცმლის ტარება, თუ დარბაზში გადაწყვეტთ ვარჯიშს, სასურველია ჩაიცვათ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი, რათა ინსტრუქტორმა შეძლოს თქვენი ყველა მოძრაობის დანახვა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამასთან დაკავშირებით ყველა სტუდიას თავისი პროტოკოლი აქვს, თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ, როგორც წინდა ასევე ივარჯიშოთ ფეხშიშველმა.
კუნთის ტკივილი
როდესაც საქმე პილატესის ვარჯიშს ეხება, კუნთების ზომიერი ტკივილი ნორმალურია, მაგრამ თუ ადგილი აქვს შედარებით ძლიერ ტკივილს ეს იმის მანიშნებელია, რომ კუნთები რამდენიმე დღიან დასვენებას საჭიროებს ძალების აღსადგენად. კუნთების პროდუქტიული აღდგენის უმოკლესი გზა არის ცილაზე დაფუძნებული დიეტა და აქტიური, ხანგრძლივი ფეხით სიარული.
პილატესის ვარჯიშით სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაკავდეთ. ინტერნეტში გაკვეთილების მთელი სერია არსებობს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ ვარჯიშებს და პილატესის ყველა ფაზას გაგაცნობთ. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე აპი (აპლიკაცია), რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიწეროთ ყოველთვიური პროგრამები.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |