დღის პროდუქტები
4 საიდუმლო გემრიელი ხაჭოს პასკის მოსამზადებლად

4 საიდუმლო გემრიელი ხაჭოს პასკის მოსამზადებლად

პასკა რიტუალური დესერტია, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს აღდგომის სადღესასწაულო სუფრაზე. პასკის კონუსის ფორმა ქრისტიანებისთვის წმინდა მთას - გოლგოთას განასახიერებს. სწორედ ამ მთაზე აღესრულა იესო ქრისტე მოწამებრივად.

ტრადიციული რეცეპტი ყველასთვის ნაცნობია. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გემრიელი ხაჭოს პასკის  რეცეპტს გიზიარებთ.

 

ესეც 4 საიდუმლო:

  • პასკის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი ხაჭო (არანაკლებ 6%-ისა).
  • მომზადებამდე, ხაჭო გადაიტანეთ საწურში. შემდეგ კი დააბლენდერეთ.
  • სპეციალურ ფორმაში ჩააფინეთ მარლის 2 ფენა. ფორმა მოათავსეთ დიდ ღრმა თეფშზე. ფორმაში მოათავსეთ ხაჭოს პასკის მასა. მარლის ზედა ნაწილები გადაკეცეთ და ზემოდან სიმძიმე დაადეთ. პასკა წნეხის ქვეშ უნდა მოექცეს და მაცივარში მინიმუმ 12 საათი უნდა ინახებოდეს. შრატი პასკის ფორმის ქვედა ხვრელების მეშვეობით, თანდათანობით თეფშში ჩაედინება, რომელიც პერიოდულად უნდა გადაღვაროთ.
  • ცუკატები, ქიშმიში და ჩირი წინასწარ, 10 წუთით ცხელ წყალში ჩაყარეთ. შემდეგ გაწურეთ და გააშრეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ ხაჭოს მასას.

შოკოლადის პასკა

შოკოლადის პასკა

ინგრედიენტები:

  • 540 გ 6%-იანი ხაჭო
  • 3 კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 30 გ თეთრი შოკოლადი
  • 50 გ რძიანი შოკოლადი
  • 60 გ შავი შოკოლადი
  • 140 გ ცხიმიანი ნაღები


მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ მიქსერით ხაჭო, კვერცხის გულები, შაქარი და დარბილებული კარაქი. მასა მოათავსეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ პირველი ბუშტუკების გაჩენამდე. არ აადუღოთ!

2. როდესაც გაგრილდება, გაატარეთ ბლენდერში.

3. მასა დაყავით 3 ნაწილად. ყოველი მომდევნო ნაწილი წინაზე ნაკლები უნდა იყოს. ყველაზე პატარას დაუმატეთ დამდნარი თეთრი შოკოლადი, საშუალოს - რძიანი, ხოლო დიდ მასას - შავი. სამივე მასა გააცივეთ მაცივარში.

4. ცივი ნაღები გათქვიფეთ მიქსერით. შეურიეთ სამივე გაცივებულ მასას და კარგად აურიეთ. პასკის ფორმაში ჩააფინეთ მარლა. ჩადეთ ჯერ თეთრშოკოლადიანი ნაწილი, შემდეგ - რძიანი და ბოლოს - ყველაზე მუქი. დაადეთ სიმძიმე და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 12 სთ-ის განმავლობაში.