Ge | En |
ყველა ადამიანს აქვს კვებასთან დაკავშირებული ჩვევები. ზოგი მათგანი სწორია, ზოგი კი მავნე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ეს ჩვევები გაქვთ, მათი გამოსწორება არასდროს არის გვიანი. მიღებული შედეგი კი თქვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. გახსოვდეთ, როდესაც საქმე კვებას ეხება, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას თუ რას ვჭამთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვჭამთ.
თუმცა ცვლილებები არ უნდა იყოს რადიკალური და მოულოდნელი. რადიკალურ ცვლილებებს ორგანიზმი მარტივად ვერ ეგუება და მის მიმართ აგრესიაც უჩნდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევა ეტაპობრივად და დაგეგმილად გამოიმუშაოთ. ამ გზით შეძლებთ სამუდამოდ დაძლიოთ მავნე ჩვევები.
"ნიკორა“ წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ და თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს.
კვებითი ჩვევების გასაუმჯობესებლად სამი ძირითადი ეტაპის გავლა მოგიწევთ. ესენია - აღმოაჩინე, ჩაანაცვლე და გააძლიერე.
თითოეულ ეტაპზე დეტალურად ვისაუბროთ, რომ მათი რეალობაში განხორციელება მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ.
ჩვევების აღმოჩენის პროცესში კარგად გაანალიზეთ მიზეზებიც, რომლებიც ამ ქცევის განხორციელებისკენ გიბიძგებთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ მათ გამოსწორებაზე ზრუნვა. ყოველთვის თვალყური ადევნეთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. გაამხნევეთ და შეაქეთ საკუთარი თავი თითოეული არაჯანსაღი ჩვევის გამოსწორების დროს.
ყურადღება მიაქციეთ იმ მიზეზებსაც, რომლებიც მაშინ გიბიძგებენ ჭამისკენ, როდესაც არ გშიათ. როგორც წესი, ასეთ მიზეზებს შორის არის ხოლმე: სახლში ან სამუშაო სივრცეში ბევრი ტკბილეულის ქონა, სახლში ხშირად უსაქმოდ ყოფნა, სტრესული შეხვედრები, სადილის არ ქონა და სხვა. ხშირად ისეც ხდება, რომ ფსიქოლოგიურად ადამიანი ისეა განწყობილი, თავად ეძებს მიზეზებს საჭმელად. ამ შემთხვევაში კი მიზეზები ნამდვილად არ დაგელევათ. ამიტომ თითოეული მიზეზის შესახებ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა შემიძლია გავაკეთო, რომ ამ სიტუაციას თავი ავარიდო? მათზე გულწრფელი პასუხი ყველაზე კარგად თქვენ გეცოდინებათ. თუ თავის არიდება ობიექტურად შეუძლებელია, მაშინ უნდა მოძებნოთ სხვა გამოსავალი, სხვა ქმედება, რომელსაც იმ მომენტში ჭამის ნაცვლად გააკეთებთ.
თითოეული არაჯანსაღი კვებითი ჩვევის სანაცვლოდ მოიფიქრეთ ჯანსაღი ალტერნატივა. მაგალითად, თუ სწრაფად ჭამთ, ეცადეთ მარტო არ იყოთ ხოლმე ჭამის დროს. ასე პროცესს უფრო გაახანგრძლივებთ. ან უბრალოდ ჩანგალი დადეთ ხოლმე თითოეული ლუკმის შემდეგ, ეს დაგეხმარებათ ჭამის ტემპი შეანელოთ. მინიმუმამდე შეამცირეთ გარემო ფაქტორები, რომლებიც ჭამის დროს ყურადღებას გიფანტავენ და თქვენი ჭამის ტემპი დაუფიქრებლად ჩქარდება. მოკლედ, შეიმუშავეთ თქვენი საკუთარი სტრატეგია თითოეულ მიზეზთან ბრძოლისთვის.
თუ აღმოაჩინეთ, რომ მოწყენილობის დროს ჭამა გიყვართ, ჩამოწერეთ სხვადასხვა აქტივობები, რომლებსაც ჭამის ნაცვლად გააკეთებთ. მაგალითად, დაურეკეთ მეგობარს, გადით სასეირნოდ ან სხვა.
გაძლიერება
გააძლიერეთ თქვენი ახალი, სწორი ჩვევები და ამ პროცესში იყავით მომთმენები საკუთარი თავის მიმართ. გახსოვდეთ, ცვლილებები ერთ ღამეში არ მოხდება. ამ პროცესში შეიძლება გქონდეთ ჩავარდნებიც, თუმცა ამის გამო თავს ნუ გაკიცხავთ და ნუ დაისტრესებით. ასე საქმეს უფრო გააფუჭებთ. თქვენ ყველაფერს შეძლებთ. გახსოვდეთ, ჩვევების ჩამოსაყალიბებლად ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს ნაკლები. თუმცა მიზნის მისაღწევად ეს ყველაფერი ღირს. სწორი კვებითი ჩვევები ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |