Ge | En |
კვების ბლოგერი არის მოწოდება, რომელიც აერთიანებს წერისა და სამზარეულოს სიყვარულს. ეს ჰობი განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა. FOOD ბლოგერობით შესაძლებელია შემოიკრიბოთ დაინტერესებული აუდიტორია თქვენს გარშემო, მოიპოვოთ მათი ნდობა და გაიჩინოთ შემოსავლის ახალი წყარო. "ნიკორა“ წარმოგიდგენთ ბლოგს ამ აქტუალურ თემაზე, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული FOOD ბლოგერი, დაიწყოთ კონტენტის წარმოება და მოიზიდოთ ახალი მკითხველები.
ეს ნაბიჯი შეიძლება ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ბლოგისთვის სახელის მოფიქრება რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ჟღერადი და მარტივად დასამახსოვრებელი სახელი თქვენი პირადი ბრენდის ნაწილი გახდება და დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ თქვენი კონკურენტებისგან. გამოცდილი კვების ბლოგერები ირჩევენ სახელებს, რომლებიც გარკვეულწილად ასახავს მათი პოსტების თემას. მაგალითად, ვეგეტარიანული ბლოგი "მწვანე სამზარეულოს ისტორია“, "ბიუჯეტური კერძები“ და სხვ.
ბლოგის ეფექტურად და შეუფერხებლად გასაშვებად, დაგჭირდებათ ვებსაიტის შექმნის პლატფორმა, ასევე კარგი ჰოსტინგი. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ დიზაინერის უნარები უმეტეს პლატფორმებზე მუშაობისთვის. მაგალითად, Wix-ს გააჩნია მოსახერხებელი ვიზუალური რედაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ დაამატოთ შინაარსი და შეცვალოთ გრაფიკული ელემენტები მარტივად. იგივენაირად შეგიძლიათ გახსნათ ბლოგი Wordpress.com-ზე, blogpost.com-სა და სხვა უფასო პლატფორმებზე. თქვენი ბლოგის დომენი სასურველია იყოს თქვენი ბლოგის სახელი, რომ google search-ით მარტივად იპოვოს მკითხველმა.
ბლოგის ლამაზი დიზაინი დაგეხმარებათ მკითხველის ყურადღების მიპყრობაში - მაგრამ მხოლოდ მაღალი ხარისხის და სასარგებლო შინაარსის საშუალებით შეძლებთ იყოლიოთ ერთგული აუდიტორია.
აი, რა დაგეხმარებათ შეავსოთ ბლოგი საინტერესო და დასამახსოვრებელი კონტენტით:
მრავალი თვალსაზრისით, კვების ბლოგერის წარმატება დამოკიდებულია მნახველების რაოდენობაზე. ზოგიერთი მათგანი თავად გიპოვით - თუმცა, ხელშესახები ზრდისთვის, საჭიროა თქვენი ბლოგის პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით.
მაგალითად:
FOOD ბლოგერისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ხარისხიანი ფოტო-მასალაა, რომელიც უნდა დაერთოს სტატიებს. დაამატეთ მაღალი ხარისხის სურათები. კარგი გამოსახულებები მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფუდ ბლოგერისთვის.
არავინ წაიკითხავს ყველაზე წარმოუდგენელი კერძის რეცეპტს, თუ მას ტელეფონიდან ბუნდოვანი და მუქი ფოტოები ახლავს. გამოსახულება უნდა იყოს "მადის აღმძვრელი“ – ასე რომ, თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ კარგი ოპტიკა და სტუდიური განათება თქვენი კერძების ფოტოებისთვის. სასურველია გქონდეთ ხარისხიანი კამერა, ან სმარტფონი, რომელსაც ექნება მაღალი რეზოლუციის კამერა. და ბოლოს, თქვენ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რადგან შედეგი და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი. პირველ რიგში - საკუთარ თავთან. და რა თქმა უნდა, დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას.
გისურვებთ წარმატებებს!
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |