დღის პროდუქტები
პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ

პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ

ზამთარში ჩვენი ჯანმრთელობა გარკვეულ რისკს ექვემდებარება, მზის შუქის და შესაბამისად, ვიტამინების დეფიციტის გამო. ერთ-ერთი მეთოდი ვიტამინების დეფიციტის ანაზღაურებისთვის, კვების რაციონის გამდიდრებაა იმ პროდუქტებით, რომლებიც შეიცავს საჭირო ვიტამინებს და ნუტრიენტებს, საკმარისი რაოდენობით.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ზამთარში მიირთვათ, ორაგულია. ეს პროდუქტი წარმოუდგენლად მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ორაგული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ორაგული - ვიტამინებით მდიდარი

ორაგული - ვიტამინებით მდიდარი

D ვიტამინს, რომლის ნაკლებობასაც ხშირად განვიცდით ზამთრის პერიოდში, ასევე შეიცავს ორაგული. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს კალციუმის შეწოვას, ჯანსაღი ძვლების და იმუნური სისტემის შენარჩუნებაში.

ორაგულის სარგებელი არ მთავრდება ომეგა 3-ითა და D ვიტამინით. ის ასევე წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცილების წყაროს. ორაგული შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: B; B12 - რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.   ასევე, უამრავ მინერალს, როგორიცაა მაგალითად - სელენი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემებისთვის.

სასარგებლო თვისებების გარდა, ორაგულის მომზადება მრავალნაირადაა შესაძლებელი: გამომცხვარი, შემწვარი, მოხარშული, გრილზე მომზადებული. განსაკუთრებული გემრიელი გემოთი გამოირჩევა ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საინტერესო რეცეპტებშია შესაძლებელი.

თუმცა, ორაგულის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის წარმოშობას. უმჯობესია აირჩიოთ ველური ორაგული ან ის, რომელიც გაშენებულია ბუნებრივთან მაქსიმალურად ახლოს, თევზში მავნე ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზის ბინადრობის ადგილი ატლანტის ოკეანეა. კონკრეტულად, ნორვეგიის სანაპიროები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სწორედ ამ ადგილიდან მარაგდება უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი ნედლეულით. აღსანიშნავია „ოკეანეს“ პროდუქცია, რადგან მისი წარმოება სწორედ  ნორვეგიის სანაპიროების ნედლეულით ხდება.

ასე რომ, ორაგულის დამატება ზამთრის პერიოდში თქვენი კვების რაციონში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ორაგულის  მდიდარი შემადგენლობა ნუტრიენტებით, მათ შორის ომეგა -3, ვიტამინი D, ცილა, B ვიტამინები და მინერალებით, ხდის ამ პროდუქტს  ჯანსაღი დიეტის აუცილებელ ნაწილად. გახსოვდეთ, რომ ზომიერად მიირთვათ თევზი და მიიღოთ მრავალფეროვანი რაციონი, რათა უზრუნველყოთ სათანადო კვება და ჯანმრთელობა ზამთრის პერიოდში.