დღის პროდუქტები
როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი სწორად, რომ არ დაკარგოს არომატი

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი სწორად, რომ არ დაკარგოს არომატი

შებოლილი თევზი უნიკალური გემოთი და არომატით გამოირჩევა, თუმცა მისი შენახვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. არასწორ პირობებში ის შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და დაკარგოს თავისი მდიდარი, სასიამოვნო გემო.
მოდი გავარკვიოთ, რამდენი ხანი ინახება სხვადასხვა ტიპის შებოლილი თევზი მაცივარში, როგორ უნდა შევინახოთ ის სწორად და რომელ ჭურჭელშია რეკომენდებული მისი მოთავსება.

 

რამდენი ხანი ინახება შებოლილი ქაშაყი მაცივარში?

 

ქაშაყი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შებოლილი თევზია. თუმცა მისი შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა დამუშავებული:

ცივად შებოლილი ქაშაყი

ცივად შებოლილი ქაშაყი

ქაშაყი ცივად შებოლილი Darfresh ვაკუუმშეფუთვით - ძალიან გემრიელი, მკვრივი, ზომიერად მარილიანი პროდუქტია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო თევზის სახეობაა, რომელიც გაჯერებულია ორგანიზმისათვის სასარგებლო და საჭირო ვიტამინებით.

პროდუქტი ინახება მაცივარში (+2…8°C) შეფუთვაზე მითითებული გამოშვების თარიღიდან 45 დღე თუ ჰერმეტულად არის შეფუთული. ჰერმეტულობა უზრუნველყოფს პროდუქტის მაქსიმალურ ვარგისიანობას.თუ შეფუთვა გახსნილია, უმჯობესია პროდუქტი 5–7 დღის განმავლობაში მიირთვათ. შუშის კონტეინერი – იდეალური არჩევანია, რადგან არ შთანთქავს სუნს და ინარჩუნებს თევზის ბუნებრივ არომატს. თუ მაცივარში ინახავთ, გაახვიეთ მჭიდროდ ალუმინის ქაღალდში („ფოლგაში“), პერგამენტის ქაღალდში ან საკვების ცელოფანში, შემდეგ მოათავსეთ პლასტმასის ან შუშის კონტეინერში, რათა არ გავრცელდეს სუნი.

ცივად შებოლილი სკუმბრია

ცივად შებოლილი სკუმბრია

მკვრივ სტრუქტურითა და შესანიშნავი გემოთი. სპეციალური "Darfresh“ შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტის გემოვნური თვისებების შენარჩუნებას და იცავს მას გარემო ზემოქმედებისგან. თუმცა, თევზის გრძელვადიანი შენახვა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

რამდენ ხანს ინახება სკუმბრია?

ჰერმეტულად დახურული (გაუხსნელი შეფუთვა) მაცივარში (+2…+8°C) ინახება 45 დღე, შეფუთვაზე მითითებული გამოშვების თარიღიდან. თუ შეფუთვა არ გახსნილა, უმჯობესია Darfresh-ის ორიგინალურ შეფუთვაში შეინახოთ მაცივარში.გახსნილი შეფუთვა მაცივარში (+2…+8°C) ინახება 5–7 დღე (უკეთესია სწრაფად მიირთვათ). გახსნილი შეფუთვა უმჯობესია გადავიტანოთ შუშის კონტეინერში მჭიდრო თავსახურით, რათა არ შეიწოვოს სხვა პროდუქტების სუნი. შეფუთეთ საკვების ცელოფანში, პერგამენტის ქაღალდში ან ფოლგაში და მოათავსეთ კონტეინერში, თუ არ გაქვთ შუშის ჭურჭელი.

რომელ ჭურჭელში შევინახოთ შებოლილი თევზი?

რომელ ჭურჭელში შევინახოთ შებოლილი თევზი?

საუკეთესო ვარიანტებია:

  • შუშის კონტეინერი – იდეალურია, რადგან არ იღებს სუნს და ინარჩუნებს არომატს.
  • ვაკუუმური შეფუთვა – ჰაერისგან იზოლირება თევზის შენახვის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის.
  • ფოლგა ან საკვების ცელოფანი – თუ სხვა ვარიანტი არ გაქვთ, შეფუთეთ თევზი მჭიდროდ.

არასასურველია:

  • პლასტმასის კონტეინერი – თუ თევზი უშუალოდ პლასტმასასთან შეხებაშია, შესაძლოა უსიამოვნო გემო მიიღოს.
  • მეტალის ჭურჭელი – შესაძლოა რეაქციაში შევიდეს და გემო შეცვალოს.

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი ისერომ არ დაკარგოს არომატი?

შეფუთეთ მჭიდროდ:

  • თუ ქაღალდში გახვეულ თევზს ინახავთ, დარწმუნდით, რომ ზედმეტი ჰაერი არ შედის.
  • გამოიყენეთ ჰერმეტული პარკი ან კონტეინერი.

არ შეინახოთ სხვა პროდუქტებთან ერთად:

  • შებოლილი თევზი ძალიან არომატულია, ამიტომ უმჯობესია ცალკე კონტეინერში მოათავსოთ, რათა სხვა პროდუქტებმა არ შეიწოვოს მისი სუნი.

რა უნდა გავითვალისწინოთრომ შებოლილი თევზი არ გაფუჭდეს?

  • არ შეინახოთ მაცივრის კართან – ტემპერატურის ხშირი ცვლილება უარყოფითად მოქმედებს პროდუქტის შენახვაზე.
  • არ გახსნათ შეფუთვათუ მალე არ აპირებთ გამოყენებას – ჰერმეტული შეფუთვა მნიშვნელოვნად ზრდის თევზის შენახვის ვადას.
  • არ შეინახოთ ძალიან ნოტიო ან მშრალ გარემოში – იდეალური ტენიანობა 70-80% უნდა იყოს.

შებოლილი თევზის გემოსა და ხარისხის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ სწორად შეინახავთ მას. ცივად შებოლილი ქაშაყი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე ცხლად შებოლილი, ხოლო ჰერმეტული შეფუთვა მისი ვარგისიანობის ვადას მნიშვნელოვნად ზრდის. დაიცავით ზემოთ მოცემული რჩევები და ყოველთვის გექნებათ სასიამოვნო, არომატული და უგემრიელესი შებოლილი თევზი!