Ge | En |
დარწმუნებული ვარ, იცით - დედის რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის.
4-6 თვიდანდამატებითი კვება იწყება, რადგან დედის რძე ან ხელოვნური ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებებს საკვებ ინგრედიენტებზე. ამავე დროს ჩვილის კუჭ-ნაწლავი უკვე მზადაა მიიღოს სხვა ტიპის საკვები რძის გარდა.
ნახევრად მყარი საკვების მისაღებად მზადაა ზედა და ქვედა ყბაც, რადგან ერთ სიბრტყეში მოძრაობის გარდა, რაც წოვას სჭირდება, მათ უკვე შეუძლიათ წრიული მოძრაობების შესრულება, ნახევრადმყარი საკვების მიღება და გადაყლაპვა.
და ბოლოს, სწორედ ამ ასაკში იწყება პირის ღრუში არსებული გემოვნების რეცეპტორების განვითარება, ახალი გემოს აღქმა და თუ თქვენ გაუშვებთ გემოვნების ჩამოყალიბების ამ"დროის შუალედს“, შესაძლოა ბავშვსჩამოუყალიბდეს კვებითი ნეოფობია - ახალი საკვების გასინჯვის შიში და მისი მიღების სურვილის არქონა.
ასე იწყება დამატებით კვებასთან ერთად დამატებითი პრობლემებიც!
როგორ მოვიქცეთ
პირველ რიგში, აუცილებელია პედიატრის მუდმივი მეთვალყურეობა, ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარების კონტროლი და დამატებითი საკვების მიღების მზაობის შეფასება. რა იქნება პირველი დამატებითი საკვები, ამას თქვენი ექიმიგადაწყვეტს.
დაიმახსოვრეთ მთავარი წესები:
რა ახდენს გავლენას კვებით არჩევანზე
კვებითი არჩევანის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს არამარტო საოჯახო, არამედ კვების ეროვნული კულტურა. მაგალითად, ის, რაც მოსწონს ნორვეგიელ პატარას საუზმედ (ვთქვათ, თევზი), ქართველ ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ სიამოვნებით მიირთვას სადილად, ხოლო იაპონელი პატარასთვის საყვარელ გარნირს,ბრინჯს, თქვენმა შვილმა, შესაძლოა, წიწიბურა არჩიოს.
აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება საკვების სერვირებაზე. პატარებსაც უყვართ კარგად გაფორმებული საკვების ლამაზი თეფშიდან მირთმევა.
შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ კვლევების მიხედვით, ბავშვის არჩევანზე გავლენას ახდენს ის საკვებიც, რასაც თქვენ ორსულობის დროს ხშირად მიირთმევდით.
და კიდევ, თუ თქვენი პატარა ძუძუთი კვებაზე გყავთ, შეეცადეთ თქვენი რაციონი თავიდანვე მრავალფეროვანი იყოს. რძეში ხომ არამარტო სასაარგებლო შემადგენლობა, არამედ ამ პროდუქტების სხვადასხვა გემოც გადადის და პატარაც უფრო მეტ გემოს გასინჯავს, ეს მრავალფეროვნება მასშემდგომში კვებითი არჩევანის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე - პედიატრი, მედიცინის დოქტორი, 30 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ავერსის კლინიკათა ქსელის პედიატრიული სამსახურის უფროსი, არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქვეყნის შიგნით და გარეთ, აქტიური ბლოგერი. ბლოგი - Dr.Tamar Obgaidze/პედიატრი თამარ ობგაიძე - შექმილია ახალგაზრდა მშობლების დასახმარებლად. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თამარ ობგაიძე პოეტური კრებულის ავტორია, განსაკუთრებით უყვარს ცეკვა, მისი ჰობია სამეჯლისო-სპორტული ცეკვები. თამარი 12 წელია ცეკვავს და ამბობს, რომ ცეკვა მისთვის უბრალოდ ფიზიკური აქტივობა კი არა, ემოციის გამოხატვის და დადებითი განწყობის საუკეთესო წყაროა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |