ოკეანე
როგორ ვიკვებოთ კეტო დიეტის დროს

როგორ ვიკვებოთ კეტო დიეტის დროს

კე­ტო ­დი­ე­ტა, ანუ კე­ტო­გე­ნუ­რი დი­ე­ტა, არის კვე­ბის რე­ჟი­მი ნახ­შირ­წყლე­ბის და­ბა­ლი და ცხი­მე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით. რა­ცი­ონ­ში შე­დის ცი­ლე­ბი, მაგ­რამ გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით.

კე­ტო­ დი­ე­ტის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა იმ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­საც ამ დი­ე­ტის დაც­ვი­სას ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. კე­ტო­ დი­ე­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ნახ­შირ­წყლე­ბის შემ­ცი­რე­ბაა. მათი უკ­მა­რი­სო­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მი ცხი­მე­ბის დაწ­ვას იწყებს, რის ხარ­ჯზეც ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი ქრე­ბა, ხოლო კუნ­თის მასა არ ზი­ან­დე­ბა.

 

 

რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი უნდა ჩარ­თოთ კვე­ბის რა­ცი­ონ­ში:

 

• ხორ­ცი: სტე­ი­კი, შაშ­ხი, სო­სი­სი, ბე­კო­ნი, ქა­თა­მი და ინ­და­უ­რი;

• თევ­ზი: ორა­გუ­ლი, სკუმბრია, ქა­შა­ყი;

• ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი;

• კვერ­ცხი;

• კა­რა­ქი და არა­ჟა­ნი;

• ყვე­ლი: ჩე­და­რი, ნა­ღე­ბის, მო­ცა­რე­ლა, ფეტა, თხის, ან ლურ­ჯი ობი­ა­ნი ყვე­ლი;

• თხი­ლე­უ­ლი;

• ზე­ი­თუ­ნის, ქო­ქო­სის და ავო­კა­დოს ზეთი;

• ავო­კა­დო და გუ­ა­კა­მო­ლე;

• და­ბალ­ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი ბოსტნე­უ­ლი: მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლის უმე­ტე­სო­ბა, პო­მი­დო­რი, ხახ­ვი, წი­წა­კა;

• სა­ნე­ლებ­ლე­ბი: მა­რი­ლი, პილ­პი­ლი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი და მწვა­ნი­ლი;

 

კეტო დიეტის დროს მიზანშეწონილი არ არის შემდეგი პროდუქტების მიღება: ხილი, კარტოფილი, ლუდი, ბრინჯი, ცომეული, შაქარი. 

 

რო­გო­რი ხორ­ცი უნდა შე­ი­ტა­ნოთ მე­ნი­უ­ში:

 

კე­ტოს დი­ე­ტის­თვის ხორ­ცის შერ­ჩე­ვის მთა­ვა­რი წე­სია - შე­არ­ჩი­ოთ ისე­თი სა­ხე­ო­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცხიმს შე­ი­ცავს და და­გეხ­მა­რე­ბათ და­იც­ვათ სწო­რი პრო­პორ­ცია: ცხი­მი არა­ნაკ­ლებ 70%-ისა, ცილა - 25% და ნახ­შირ­წყლე­ბი - 5-10%-მდე. აირ­ჩი­ეთ ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი, რო­მე­ლიც აუმ­ჯო­ბე­სებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას და ეს კი უფრო აად­ვი­ლებს წო­ნის დაკ­ლე­ბას.

ღო­რის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტია კეტო დი­ე­ტა­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი სწო­რად შერ­ჩე­ვა, შე­მად­გენ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ნახ­შირ­წყლე­ბი­სა და ცხი­მე­ბის ბა­ლან­სი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი უნდა შე­არ­ჩი­ოთ, რომ­ლებ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბა­ლი იქ­ნე­ბა ნახ­შირ­წყლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა.

 

"ნი­კო­რას“ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ასორ­ტი­მენ­ტის მა­გა­ლით­ზე, რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ამ მხრივ იდე­ა­ლუ­რია შემ­დე­გი პრო­დუქ­ტე­ბი:

 

• "ნი­კო­რას“ ღო­რის შაშ­ხი - ნახ­შირ­წყლე­ბი 0,1 გ. ცხი­მი 14,7 გ.

• "ნი­კო­რას“ "შე­ი­კა“ - ნახ­შირ­წყლე­ბი 0,2 გ. ცხი­მი 18,9 გ.

• "ნი­კო­რას“ შაშ­ხი ბე­კო­ნი - ნახ­შირ­წყლე­ბი 0,1 გ. ცხი­მი 26,7 გ.

• სო­სი­სე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ - "მი­უნ­ხე­ნუ­რი“ - ნახ­შირ­წყლე­ბი 0,1 გ. ცხი­მე­ბი 12 გ.

 

პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას გა­ე­ცა­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ას კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ისე და­გეგ­მეთ თქვე­ნი მე­ნიუ.

 

ვი­ზუ­ა­ლუ­რად გი­ზი­ა­რებთ, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სა­უზ­მე­ზე, სა­დილ­სა და ვახ­შამ­ზე, რათა მო­მა­ვალ­ში თა­ვად შე­არჩიოთ და შეადგინოთ, ამ პროდუქტებით თქვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი დი­ე­ტა.

საუზმე

საუზმე

სადილი

სადილი

ვახშამი

ვახშამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კე­ტო­ დი­ე­ტა არ ითხოვს კა­ლო­რი­ე­ბის გა­მუდ­მე­ბულ თვლას, აჩენს და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბას, აჩ­ქა­რებს ცხი­მე­ბის წვის პრო­ცესს და მათ გა­ჩე­ნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.