Ge | En |
ბევრისთვის საყვარელი საუზმე - ეს კარაქია. მას სხვადასხვაგვარი ვარიაციით, მათ შორის, თაფლთან, ჯემთან, ყველთან ერთად მიირთმევენ. ის არის ნატურალური რძის პროდუქტი, რომელიც რძის შედღვების შედეგად მიიღება და სხვადასხვა პროცენტულობის არსებობს. კარაქი ბევრს უყვარს, მაგრამ მის სწორად შენახვისა და მოხმარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ და შეინახოთ კარაქი, რომ მან ორგანოლეპტიკური თვისებები არ დაკარგოს.
არსებობს სტანდარტული (დაახლოებით 82%) და დაბალცხიმიანი (დაახლოებით 72%) კარაქი. ერთმანეთისგან ორგანოლეპტიკური თვისებებით: ფერით, გემოთი და სუნით მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება მომხმარებლისთვისაც თვალსაჩინოა და მას საკუთარი გემოვნების შესაბამისად შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი. სტანდარტულ კარაქს რძის ცხიმის მკვეთრი და ინტენსიური გემო აქვს. ვისაც აღნიშნული გემო არ მოსწონს, დაბალცხიმიან კარაქს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს ასორტიმენტში ორივე სახეობის კარაქია: პრემიუმ კარაქი 82% ცხიმით და დაბალცხიმიანი 71% ცხიმით. პროდუქტი, რომელიც 71% ცხიმიანზე ნაკლებია ის სპრედია.
გაყინვის დროს კარაქი უნდა იყოს მსხვრევადი. ეს მის ხარისხს უსვამს ხაზს. ხელის გულის ტემპერატურა კი საკმარისია, რომ მან დნობა/დარბილება დაიწყოს. ხელზე მოხვედრილი ნამდვილი კარაქი მალევე გაგიცხიმიანებთ ხელს, რადგან ის დადნება და კანში შეიზილება. სპრედი კი კანს ზედაპირზე ესმევა და ცხელი წყლით დაბანის დროსაც კი შეიძლება არ მოშორდეს.
კარაქს შენახვის ორგვარი პირობები აქვს. ის შეიძლება შეინახოთ როგორც მინუს, ისე პლუს ტემპერატურაზე. თუმცა ამ შემთხვევაში მისი შენახვის ვადა განსხვავებულია. ზოგადად, სასურველია პლუს ტემპერატურაზე შეინახოთ მცირე რაოდენობის კარაქი, რომლის მოხმარებასაც უახლოეს პერიოდში აპირებთ. დანარჩენი კარაქი კი მოათავსეთ საყინულეში, მინუს ტემპერატურაზე. რაც შეეხება პლუს ტემპერატურას, ის უნდა იყოს +3-5 გრადუსი.
ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი
კარაქი, რომელსაც ჰაერთან აქვს შეხება, ყოველთვის იცვლის ფერს. ამავდროულად, ის ძალიან მარტივად იღებს გვერდით მოთავსებული საკვების სუნსა და გემოს. ამიტომ სასურველია კარაქი არა საკუთარი შეფუთვით, არამედ ვაკუმირებულ საკარაქეში შეინახოთ. თუმცა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი არ ნიშნავს, რომ ის გაფუჭებულია. უბრალოდ მისი ორგანოლეპტიკური თვისებები დაქვეითებულია.
კარაქის რამდენჯერმე დარბილება და გაყინვა
მიღებული პრაქტიკაა, რომ კარაქს მოხმარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე იღებენ მაცივრიდან, რომ დარბილდეს. ეს არასწორია. არა მხოლოდ კარაქის, არამედ არც ერთი საკვები პროდუქტის ტემპერატურის რამდენჯერმე ცვლილება არაა სასურველი. თუ კარაქის წინასწარ გამოღება და დარბილება გსურთ, გამოიღეთ მხოლოდ ის ოდენობა, რომელსაც ერთჯერადად მოიხმართ.
საკარაქე
კარაქი აუცილებლად საკარაქეში უნდა ინახებოდეს და ის ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს. სასურველია, რომ საკარაქე მინის ან კერამიკის იყოს. პლასტმასი მასში მოთავსებული საკვების სუნს ადვილად იღებს და შემდეგ სხვა პროდუქტზე გადააქვს.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |