ოკეანე
რა მოუვა ორგანიზმს, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?

რა მოუვა ორგანიზმს, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?

რძე არის სასმელი, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ინდურ მითოლოგიაში არსებობს რწმენა  „რძის ოკეანის“ შესახებ, რომელიც ადამიანებს უკვდავებასა და ძალას ანიჭებდა. აფრიკული მითები მოგვითხრობს, რომ სამყარო სწორედ რძის წვეთიდან დაიბადა. ბერძნული ლეგენდის თანახმად კი, ჰერკულესი მხოლოდ რძითა და ყველით იკვებებოდა.

რძე დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალციუმს და ცილებს შეიცავს. ის გაციებისა და ვირუსების სამკურნალოდ გამოიყენება  და რეკომენდებულია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შესაძლოა გსმენიათ, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა რძის დალევა კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის და ძილის გასაუმჯობესებლად, ასევე შფოთვისა და დაძაბულობის მოსახსნელად.  მოდით, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ რძე დაძინებაში და რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დალევთ.

რძე შეიცავს მელატონინს და ტრიპტოფანს – ეს ნივთიერებები ნამდვილად აუმჯობესებენ ძილის ხარისხს. თუ ჭიქა რძეს ყოველ საღამოს, ძილის წინ დალევთ, მელატონინი თქვენს ორგანიზმს ძილისთვის „მოაწესრიგებს“ და დაგეხმარებათ მის დარეგულირებაში. ტრიპტოფანი ზრდის სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ასევე დაგეხმარებათ დაისვენოთ და უკეთ დაიძინოთ.

სასარგებლო შემადგენლობის გარდა, ძილის წინ ჭიქა რძეს ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს: თბილი სასმელი ღამით, რომელსაც ბავშვობაში გვასმევდნენ, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და მოქმედებს როგორც ერთგვარი საძილე აბი.

კიდევ რისთვის არის რძე კარგი?

კიდევ რისთვის არის რძე კარგი?
  1. თუ ერთი ჭიქა რძის დალევას ძილისწინა ჩვევად აქცევთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად შეამჩნევთ სასიამოვნო ცვლილებებს ორგანიზმში. რძის რეგულარული მიღება  ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, რადგან შეიცავს კალციუმს, D ვიტამინს და ფოსფორს - ისინი ხელს უწყობენ სხეულის ჩონჩხის და სხვა ძვლოვანი სტრუქტურების გაძლიერებას.
  2. რძე ხელს უწყობს წონის კონტროლს. რძის დალევა დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში და წონის შენარჩუნებაში. სასმელი შეიცავს პროტეინს, რომელიც ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესის რეგულირებას.
  3. რძე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, რადგან შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე და ასევე ამცირებს მეხსიერების დაქვეითებისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკს.

რა შემთხვევაში უნდა აირჩიოთ ქარხნული, პასტერიზებული რძე?

რა შემთხვევაში უნდა აირჩიოთ ქარხნული, პასტერიზებული რძე?

ჩვენი ტექნოლოგი, ნინო ბურძგლა გიზიარებთ რეკომენდაციას:

პასტერიზაცია არის რძის გარკვეულ ტემპერატურაზე მიყვანის პროცესი ბაქტერიებისგან განთავისუფლების მიზნით. პასტერიზებული რძე სოფლის რძესთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა, რადგან მან გაიარა პასტერიზაციის პროცესი, რომელიც კლავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადება. გარდა ამისა, ის სოფლის რძისგან განსხვავებით, უფრო დიდხანს ინახება. თუ იმუნური სისტემის პრობლემა გაქვთ, პასტერიზებული რძე უკეთესი არჩევანია. ქარხნულად დამზადებული პასტერიზებული რძე უკვე  მზადაა დასალევად და არ საჭიროებს დამუშავებას (ადუღებას).

თუ რძეზე რაიმე უკუჩვენება არ გაქვთ, მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა, დალიეთ თბილი რძე ძილის წინ, არაუგვიანეს ნახევარი საათით ადრე. მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში უმჯობესია დალიოთ პასტერიზებული ქარხნული რძე ცხიმის დაბალი შემცველობით.

ნედლ რძესაც ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, რომელთაც მოწონთ მისი გემო და ცხიმიანობა. დამუშავებულ რძეს, პასტერიზებულ რძესა და ნედლ რძეს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პირად პრეფერენციებსა და საჭიროებებზე.