ბლოგი
რა უნდა ვიცოდეთ თევზის მომზადებისას

რა უნდა ვიცოდეთ თევზის მომზადებისას

თევზი

რა გავითვალისწინოთ, როგორც მოვხარშოთ ან შევწვათ სწორად თევზი. გიზიარებთ საინეტერესო რჩევებს, რაც ვფიქრობთ დაგეხმარებთ თქვენს მიერ მომზადებული კერძი კიდე უფრო გემრიელი გამოვიდეს და  ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს.

 

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ თევ­ზის მომ­ზა­დე­ბი­სას?

 

ახა­ლი თევ­ზი ძა­ლი­ან სწრა­ფად იწყებს გა­ფუ­ჭე­ბას, ამი­ტომ, უშუ­ა­ლოდ მომ­ზა­დე­ბის წინ გა­მო­ი­ღეთ მა­ცივ­რი­დან, ან მო­ამ­ზა­დეთ იმა­ვე დღეს, რო­დე­საც იყი­დით. თუ თევ­ზი გა­ყი­ნუ­ლია, მა­შინ, სა­ყი­ნუ­ლი­დან მა­ცი­ვარ­ში გა­და­ი­ტა­ნეთ და ისე გა­ალღვეთ. ამ­გვა­რად, თევ­ზი თა­ნაბ­რად გალღვე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს წვენს და ახა­ლი­ვით იქ­ნე­ბა. მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში, ან სით­ბო­ში გალღვო­ბი­სას, თევ­ზი უფრო მეტ წყალს გა­მო­უშ­ვებს, რაც თევ­ზის გა­ფუ­ჭე­ბას გა­მო­იწ­ვევს და სა­სურ­ვე­ლი გე­მოც აღარ ექ­ნე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია თევ­ზის ცხელ წყალ­ში გალღვო­ბაც, ამი­ტომ თუ ცოტა დრო გაქვთ, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია, გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზის ცივ წყალ­ში გალღვო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნახ­ვის ვა­დას, ახა­ლი თევ­ზი მა­ცი­ვარ­ში (სა­ყი­ნუ­ლეს გა­რეთ) ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა იმ პი­რო­ბით, რომ ის გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი და გა­მო­შიგ­ნუ­ლია.

როგორ მოვხარშოთ სწორად თევზი?

როგორ მოვხარშოთ სწორად თევზი?

პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა ზო­მის ნაჭ­რე­ბად დავ­ჭრით მო­სა­ხარშ თევზს. იგი არ უნდა იყოს არც ძა­ლი­ან პა­ტა­რა, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­ხარ­შე­ბა და არც ძა­ლი­ან დიდი, რად­გან ასეთ დროს არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ყვე­ლა ნა­ჭე­რი თა­ნაბ­რად არ მო­ი­ხარ­შოს. თევ­ზის სა­შუ­ა­ლო ზო­მის ნაჭ­რე­ბად უნდა და­იჭ­რას და ცივ მა­რი­ლი­ან წყალ­ში მო­ი­ხარ­შოს. თევ­ზი უფრო მკვრი­ვი გა­მო­ვა და არ ჩა­იშ­ლე­ბა, თუ ხარ­შვი­სას წყალს ცოტა ძმარს და­უ­მა­ტებთ. თევ­ზის ხარ­შვის დრო სა­შუ­ა­ლოდ 15-30 წუ­თია. თევ­ზის მზად­ყოფ­ნა შე­ა­მოწ­მეთ ხის ჩხი­რით: თუ ის ად­ვი­ლად ჩა­დის და გამჭვირ­ვა­ლე წვე­ნი გა­მო­დის, მა­შინ თქვე­ნი თევ­ზი მზად არის.

როგორ შევწვათ სწორად თევზი?

როგორ შევწვათ სწორად თევზი?

რაც შე­ე­ხე­ბა შეწ­ვას. შეწ­ვის წინ თევ­ზი კარ­გად გა­ა­სუფ­თა­ვეთ, გა­რე­ცხეთ და გა­ამ­შრა­ლეთ (გამ­შრა­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ გინ­დათ კნა­ტუ­ნა კა­ნი­ა­ნი კერ­ძი მი­ი­ღოთ). კარ­გად წა­უს­ვით მა­რი­ლი თევ­ზის ნაჭ­რებს შეწ­ვამ­დე 30 წუ­თით ადრე, რომ შე­ი­წო­ვოს და ცოტა მა­რი­ლი სა­ფა­ნელ­შიც გა­უ­რი­ეთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ზეთი შეწ­ვი­სას. სა­ფა­ნელ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი თევ­ზის ნაჭ­რე­ბი უნდა ჩა­ი­ძი­როს ცხიმ­ში მე­ო­თხე­დით. თევ­ზი აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე უნდა მო­ა­თავ­სოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის და­ი­წყებს ხარ­შვას. შეწ­ვით 3-5 წთ ძლი­ერ, ან სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე ყო­ვე­ლი მხრი­დან. თევ­ზი შეწ­ვის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ ერთხელ გა­და­აბ­რუ­ნეთ და არ აწი­ოთ ძა­ლი­ან მაღ­ლა ტა­ფის ძი­რი­დან.