Ge | En |
ვარჯიშის შემდეგ ადამიანს დადებითი ემოცია ეუფლება, თავს გრძნობს ენერგიულად, ენდორფინებით სავსეა სხეული, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გადამეტებული ძალისმიერი ვარჯიშით შესაძლოა პრობლემა შეუქმნათ საკუთარ თავს. თუ ზედმეტად ინტენსიურად ვარჯიშობთ ან ვარჯიშის დროს ზედმეტად დაძაბული ხართ, აუცილებელია ამ მდგომარეობიდან შესაბამისი გზით გამოსვლა, მაგრამ როგორ?
სწორი კვება
ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ თუ ძალა სრულად გამოგელიათ, ეს დაღლილობა არათუ საათები არამედ შესაძლოა რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორი კვება, მკაცრ დიეტაზე უარის თქმა და ძალების აღსადგენად მეტი საკვები მიიღოთ. ვარჯიშიდან 45 წუთის განმავლობაში ნუ შეგაშინებთ მდიდარი ჯანსაღი პროდუქტების მიღება. მაგ. როგორიცაა უმი ბოსტნეული, ხილი, ჩირი და სხვა. აუცილებელია კვების რაციონში შედიოდეს საკმარისი რაოდენობის ცილა და ნახშირწყლები, რომ თავიდან აიცილოთ კუნთის მასის დაკარგვა და თქვენი ცხოვრების ხარისხმა არ დაიწიოს. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. დარწმუნდით, რომ საკმარის კალორიებს იღებთ. ეს ხელს შეუწყობს დაკარგული ენერგიის, მაკროელემენტების აღდგენასა და ბალანს.
სწორად ძილი
ძილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა მოვაწესრიგოთ ინტენსიური ვარჯიშის დროს. თუ განიცდით ძილის ნაკლებობას ეს ხელს შეგიშლით ძალების სათანადოდ აღდგენაში, გავლენას მოახდენს თქვენს შესაძლებლობებზე.
ძილში მიმდინარეობს მრავალი ჰორმონის, მათ შორის ზრდის ჰორმონისა და ტესტოსტერონის სინთეზი, რაც გვეხმარება ყველაზე კარგად ძალების აღდგენაში. თუ არ გძინავთ სათანადოდ, უნდა გადახედოთ თქვენი ცხოვრების სხვა ინტერესების სფეროს სტრესულ მხარეებს და ეცადოთ მოაწესრიგოთ.
მიეცით საკუთარ თავს საკმარისი დრო ძალების აღსადგენად
არსებობს მოსაზრება, რომ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთის მასა, რომ არ დაიკარგოს აუცილებელია ვარჯიშს 48 საათის განმავლობაში დავუბრუნდეთ, მაგრამ არ არის ეს სწორი. როდესაც ინტენსიურად ვვარჯიშობთ არა მხოლოდ ფიზიკური ასპექტების აღდგენა გჭირდებათ, არამედ უნდა გახსოვდეთ, რომ დიდ სტრესს აყენებთ თქვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ამიტომ ძალების აღდგენისთვის 48 საათის გარდა დამატებითი დღეებიც დაგჭირდებათ. ყველაზე მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს. ძალების აღდგენას შესაძლებელია 7 დღემდე დასჭირდეს, ზოგიერთ შემთხვევაში მეტიც. სრულად აღდგენილი ძალები თქვენს სხეულს ოპტიმალური ფუნქციონირების შანს მისცემს.
მასაჟი არის ძალიან კარგი საშუალება, რაც მოგიხსნით კუნთების დაძაბულობას, მოგადუნებთ ისე, რომ ვარჯიშის შემდეგ არ გქონდეთ ზედმეტი სტრესის შეგრძნება. შეგიძლიათ კვირაში ერთხელ სცადოთ სპორტული მასაჟი, თუმცა ამის გაკეთება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდს ამისთვის მასაჟის როლიკერი წარმოადგენს , რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული სტრესული წერტილების მოდუნებაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ზედმეტი სიმძიმეების აწევისას, ან გაქვთ პრობლემები მხარზე ან მუხლზე.
იმისთვის, რომ უფრო ძლიერები და მოქნილები გახდეთ, გაითვალიწინეთ ჩვენი რჩევები. მართალია, დაძაბული და ინტენსიური ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ძლიერი და ჯანმრთელი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენა ამ ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ვარჯიში მხოლოდ სტიმულია, სწორად ძალების აღგდენა რეალურად გაგაძლიერებთ, გაგაჯანსაღებთ და მოგცემთ წონაში დაკლების საშუალებას!
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |