Ge | En |
ხშირად, ვარჯიშისთვის დროის გამონახვა საკმაოდ რთულია. ალბათ, არაერთხელ გაგიგიათ ფრაზები - “სად არის ვარჯიშის დრო, როდესაც ხარ მშობელი, მეწარმე, პედაგოგი, ღამის ცვლაში მომუშავე“... (ჩამონათვალის გაკეთება დაუსრულებლად შეიძლება). ალბათ, ეს სიტყვებიც არაერთხელ მოგისმენიათ: “მერე ვივარჯიშებ“, “ორშაბათიდან ვიწყებ“. დაივიწყეთ ეს ფრაზები. აუცილებელია დაგეგმოთ თქვენი დღე, გამოყოთ დრო აქტიური ცხოვრებისთვის.
გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რაც მოგცემთ საშუალებას, სპორტულ დარბაზში, სტუმრობისა და დატვირთული გრაფიკიდან ზედმეტი დროის გამოყოფის გარეშე, თქვენს ყოველდღიურობას მოარგოთ ესა თუ ის აქტივობა, მეტი იმოძრაოთ და შედეგად იყოთ უფრო ჯანმრთელნი, იგრძნოთ ძალა და ცხოვრების სტიმული.
ვიცი, მოსაწყენად ჟღერს და უამრავჯერ გაგიგიათ ეს ფრაზა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს ერთ-ერთი საუკეთესო რჩევაა. ლიფტის ნაცვლად კიბეებზე ასვლა ზრდის გულისცემას, გეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში და აუმჯობესებს ქვედა კიდურების სიმტკიცეს. თუ თავს მხნედ გრძნობთ და გაქვთ რამდენიმე წუთი, შეგიძლიათ გადააბიჯოთ ორ საფეხურს ერთდროულადაც ან წამოიწიოთ ფეხის წვერებზე. ქუსლის აწევა და რამდენიმე საფეხურის ესე გავლა ზრდის წვივის კუნთის სიმტკიცეს.
არ ისარგებლოთ ლიფტით, თქვენი სხეული და გული მადლობას გადაგიხდით ამისთვის.
თუ მუშაობთ სახლიდან და დაგეგმილი გაქვთ ონლაინ, ვირტუალური შეხვედრა, სადაც არ მოგიწევთ ელექტრონული ცხრილების ეკრანზე ყურება, გირჩევთ, ჩაიდოთ ტელეფონი ჯიბეში, გაიკეთოთ ყურსასმენი და ეს შეხვედრა სეირნობის ფონზე ჩაატაროთ. დაგეგმეთ, ონლაინ შეხვედებიდან ერთი ზარის განმავლობაში, დღეში ერთი გასეირნება. ეს შესანიშნავი გზაა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშაობთ ოფისში, დაგეგმეთ ერთი ერთზე შეხვედრები გარეთ. ერთად სიარული აძლიერებს გუნდურ კავშირებს და შესაძლებელია უკეთესი იდეებიც კი იშვას. კვლევები გვიჩვენებს, რომ სიარული ზრდის შემოქმედებითობას და გონებრივ გამჭრიახობას.
დროდადრო შეცვალეთ თქვენი საოფისე სკამი ბურთით. ეს დაგეხმარებათ ზურგის ტკივილის მოხსნაში და ბურთზე ჯდომისას შეგიძლიათ გააკეთოთ მსუბუქი გაჭიმვა კისრის, მენჯის და ხერხემლის არეში.
სცადეთ ჰულაჰუპის (სპორტული რგოლი) გამოყენება, როგორც სახლში ასევე ოფისში შესვენებისას. ვარჯიშის დროს ყოველთვის შეიზნიქეთ მუცელი და დაჭიმეთ პრესის კუნთები. ისუნთქეთ თანაბრად, არ შეიკავოთ სუნთქვა, შეეცადეთ არ "ისეირნოთ“ რგოლით. დაიწყეთ რამდენიმე წუთიანი ვარჯიშით და შემდეგ თანდათან გაზარდეთ.
დააყენეთ მანქანა შორს
სადაც არ უნდა მიდიოდეთ მანქანა დააყენეთ თქვენი დანიშნულების ადგილის შესასვლელიდან მოშორებით, რამდენიმე წუთის აქეთ-იქით სიარულის დამატება დროთა განმავლობაში იმატებს და თქვენი ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობა გაიზრდება.
შეგიძლიათ აიყვანოთ შინაური ცხოველები, მაგალითად ძაღლი და ყოველდღე გაიყვანოთ სასეირნოდ. გარდა ამისა, ძალიან ხშირად, შინაური ცხოველების თავშესაფრებში, დახმარებისთვის მუდამ მოხალისეების ძიებაში არიან. გაიყვანეთ ძაღლები თავშესაფრიდან და მათთან ერთად ისეირნეთ. ამით მეტი დროს გაატარებთ გარეთ, შინაურ ცხოველსაც დაეხმარებით და თქვენს შვილებსაც ასწავლით სხვებზე ზრუნვას, აქტიურ რეჟიმში გაატარებთ დროს ოჯახთან ერთად.
ჩართეთ მუსიკა და იცეკვეთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ სადილის მომზადებისას, თეთრეულის დაკეცვისას ან მტვერსასრუტის გამოყენების დროს.
ცეკვა საოცარი საშუალებაა კალორიების დასაწვავად, ისევე როგორც ბალანსისა და კოორდინაციისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეს აქციოთ ბავშვებთან თამაშად ან შეჯიბრად. ჩართეთ ACDC ან ის, რაც გაიძულებს ფეხის დარტყმას და შეჯანჯღარდით.
გაზაფხულია, მშვენიერი დროა სამაგიდო თამაშები ჩაანაცვლოთ აქტიური, ოჯახური აქტივობებით: ბადმინტონი, პინკ პონგი, მუსიკალური სკამები, დახუჭობანა, თოკზე ასვლა, ჰულაჰუპი... თამაშები, რომელთაც ოდესღაც ბავშვობაში თამაშობდით, ახლაც ისევე სახალისოა და ოჯახთან ერთად დროის გატარების სიამოვნებასა და დაახლოებასაც ხელს შეუწყობს. მსგავი თამაშებით გართობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის შესაძლებელი.
თუ უყურებთ 30 წუთიან გადაცემას და მუდმივად მოძრაობთ, ეს არის 30 წუთიანი ვარჯიში, რომელიც შეიძლება აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ! თქვენ შეგიძლიათ რეკლამების დროც აქტიურად გამოიყენოთ.
შეინახეთ სავარჯიშო ხელსაწყოები მაგალითად სერიალების ყურების ადგილთან ახლოს და რეკლამების დროს შეასრულეთ სხეულის წონის დასაკლები ვარჯიშები ან მკლავის აწევები ხელის მსუბუქი სიმძიმეებით. ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს, რომლებსაც აქვთ ოსტეოპოროზის მაღალი რისკი. ყოველდღიურ რუტინაში წონის დასაკლები ვარჯიშების შემოტანა ჯანმრთელი და ძლიერი ძვლების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
დასკვნა
ვიმედოვნებ, რომ ეს იდეები მოგცემთ მოტივაციას და შთაგონებას, რომ ადგეთ და ცოტა მეტი იმოძრაოთ მთელი დღის განმავლობაში.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |