დღის პროდუქტები
როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში, ბიუჯეტურად

როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში, ბიუჯეტურად

სახლის პირობებში მომზადებული სუში გაცილებით იაფია, ვიდრე რესტორანში. ამას გარდა, მისი მომზადება ადვილი და სახალისო პროცესია. თანაც, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, სრულყოფილი როლების მოსამზადებლად. სუშის ოსტატების აზრით, ამ კერძის მომზადება მთელი მეცნიერება და საკმაოდ საპასუხისმგებლო ცერემონიაა. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ სუშის როლები სახლის პირობებში, ბიუჯეტურად.

სუშის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარია სწორი ინგრედიენტების შერჩევა:

სუშის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარია სწორი ინგრედიენტების შერჩევა:
  • იაპონური ძმარი (თუ ვერ იყიდით, შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ. ამისათვის დაგჭირდებათ 2 ს/კ. შაქარი, 1 ჩ/კ. მარილი, 1/3 ჭიქა ვაშლის ძმარი.
  • ვასაბი. ეს ძალიან ცხარე პასტაა, იაპონური პირშუშხით მომზადებული. ის იყიდება მზა სახით. 
  • სოიოს სოუსი.
  • ნორი. ეს არის გამომშრალი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფირფიტები, რაშიც ახვევენ ბრინჯს.
  • იაპონური ბრინჯი. სპეციალური ბრინჯია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით წებოვანას, რაც ეხმარება სუშის ფორმის შენარჩუნებაში. ბრინჯი პატარა და მრგვალი უნდა იყოს.

ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული. ნორვეგიული ორაგული ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო თევზია, რომელიც ძალიან უხდება სუშის. მისი შეძენა შეგიძლიათ შეფუთული სახით, დაჭრილი ნაჭრებით, რომლის შედარებით ბიუჯეტურ ფასად შეძენა შესაძლებელია "ნიკორა სუპერმარკეტებში“ ყოველ ხუთშაბათს 30%-იანი ფასდაკლებით.

 

ასევე დაგჭირდებათ:

ასევე დაგჭირდებათ:
  • მაკიტა (ბამბუკის ხალიჩა)
  • ბასრი დანა (როლების დასაჭრელად)
  • საკვები პოლიეთილენის პარკი (მაკიტაზე დასაფენად)

დავიწყოთ სუშის მომზადება.

პირველ რიგში, მოამზადეთ ინგრედიენტები:

  • მრგვალი ბრინჯი 2 ჭიქა
  • ნორვეგიული ორაგული 1 შეფუთვა
  • კიტრი 1 ცალი (მოზრდილი)
  • 1 ს/კ. იაპონური ძმარი
  • 2,5 ს/კ. შაქარი
  • 2 ჩ/კ. მარილი
  • ვასაბი
  • ნორი ერთი შეფუთვა
  • სოიოს სოუსი
  • ავოკადო 1 ცალი.
  • კრემყველი სურვილისამებრ

როგორ მოამზადოთ:

როგორ მოამზადოთ:

პირველ რიგში, ბრინჯი კარგად უნდა გარეცხოთ. გაავლეთ იქამდე, სანამ წყალი მთლიანად გამჭვირვალე არ გახდება. ბრინჯს პუდრი მთლიანად უნდა მოცილდეს.

შემდეგ, დაასხით ბრინჯს  ცივი წყალი, პროპორციით 1:1-ზე. ანუ, თუ გაქვთ 2 ჭიქა ბრინჯი, დაასხით 2 ჭიქა წყალი.

ბრინჯი მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ, დაახურეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ძლიერ        ცეცხლზე 1 წთ. შემდეგ, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ბრინჯი 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ წყალი მთლიანად არ ამოშრება.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, არ ახადოთ თავსახური, გააჩერეთ ასე 10 წთ.

ამავდროულად, სანამ ბრინჯი გრილდება, მოამზადეთ ნაზავი ბრინჯის შესაკმაზად. ამისათვის, 2 ს/კ. იაპონურ ძმარში გახსენით 1, 5 ს/კ. შაქარი და 2 ჩ/კ. მარილი.

ბრინჯი გადაიტანეთ ღრმა ფართო ჭურჭელში და ყურადღება! - არავითარ შემთხვევაში არ ამოურიოთ! დაუმატეთ მომზადებული ნაზავი ბრინჯს, გადაანაწილეთ თანაბრად, ფრთხილად ამოურიეთ ბრინჯს სწრაფი მოძრაობით, ხის ნიჩბის დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრინჯი შეიძლება ფაფად გადაიქცეს.

დააცადეთ ბრინჯს გაგრილება, რომ მისი აღებისას ხელები არ დაიწვათ.  

მაკიტა დადეთ მაგიდაზე, დააფინეთ პოლიეთილენის პარკი. ზემოდან დაადეთ ნორის ფურცელი. ნორის ჰორიზონტალური ხაზები უნდა იყოს მაკიტის ზოლების პარალელურად. თუ ნორი ძალიან მშრალი და მსხვრევადია, არ შეგეშინდეთ. ბრინჯი მას დაარბილებს და იდეალურად შეახვევთ.

ხელები დაისველეთ წყლით ყოველ ჯერზე, როდესაც ბრინჯს ამოიღებთ, რომ ხელზე არ მიგეკროთ. თანაბრად გადაანაწილეთ ბრინჯი ნორის ფურცელზე. კიდეებში დატოვეთ 0,5 – 1 სმ. ადგილი იმისთვის, რომ დახვევისას, ბრინჯმა არ შეუშალოს ხელი ნორის დაფიქსირებას.

ძალიან თხელ ფენად, ერთ ხაზზე წაუსვით ვასაბის პასტა. ის ძალიან ცხარეა, ამიტომ ფრთხილად იყავით.

თუ გექნებათ კრემ ყველი, ერთ ზოლად გადაანაწილეტ ბრინჯის ფენაზე.

ორაგული და კიტრი დაჭერით გრძელ ნაჭრებად (ზოლებად). დადეთ ბრინჯზე ერთ-ერთ კიდესთან ახლოს. თუ ავოკადო გაქვთ, ისიც თხელ ზოლებად დაჭერით. დაიწყეთ როლის დახვევა, მაკიტის დახმარებით. ეცადეთ, მჭიდროდ გადაახვიოთ.

თქვენ მიიღებთ გრძელ რულეტებს, რომელიც წყალში დასველებული, ძალიან ბასრი დანით უნდა დაჭრათ. წესით, ნორის ერთი ფურცლიდან, 6-7 ნაჭერი უნდა გამოგივიდეთ.

სოიოს სოუსი ჩაასხით ღრმა პატარა თასში და ჩააწეთ შიგნით როლები, ნორის ფურცლის მხრიდან. სოიოს სოუსში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ვასაბი. მეტი პიკანტურობისთვის.