ოკეანე
რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში

რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში

რძის პროდუქტები კვების საფუძველია და თან ახლავს ადამიანს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან.

სეზონური ვირუსების გამწვავების პერიოდში ორგანიზმს რძის პროდუქტები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე მანამდე. იმუნური უჯრედები ცილის მოლეკულებია, ამიტომ, ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საიმედო ბარიერის უზრუნველსაყოფად, ორგანიზმმა ცილები უნდა მიიღოს. დადასტურებულია, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი 95%-ით ითვისებს და შესაბამისად, აუცილებელ ამინომჟავებსაც იღებს. გარდა ამისა, რძის პროდუქტები საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი წყაროა, ამიტომ ამ ტიპის პროდუქტის არჩევანს უნდა მიუდგეთ ყველაზე ფრთხილად. უნდა იცოდეთ, როდის როგორი ცხიმიანობის შემცველობის პროდუქტი მიირთვათ, რათა მათგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

რძის ცხიმიანობა ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომელზეც მყიდველი ყურადღებას ამახვილებს. ეს დამოკიდებულია გემოზე, საჭიროებასა და ტექსტურაზე. რძის ცხიმიანობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. წარმოებაში მნიშვნელოვანია ფარდობითი და მთლიანი ცხიმის შემცველობა.

უცხიმო რძის პროდუქტებს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო იძულებულნი არიან უარი თქვან ცხიმიან საკვებზე.

ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი, დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია. მას აქვს სასიამოვნო გემო და არ აზიანებს სხეულის ფორმებს და ორგანიზმს.

 

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში პროცენტულობას, რამდენად სასარგებლოა რძეში მაღალი ცხიმიანობა და რა შემთხვევებში როგორი პროცენტულობის მქონე რძის პროდუქტი ჯობს რომ მიირთვათ, ამის შესახებ ჩვენი  პროდუქტების მთავარი ტექნოლოგი, ნინო ბურძგლა გვესაუბრება.

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში ცხიმის შემცველობის პროცენტულობას და რა შემთხვევებში ჯობს უცხიმო პროდუქტის მიღება?

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში ცხიმის შემცველობის პროცენტულობას და რა შემთხვევებში ჯობს უცხიმო პროდუქტის მიღება?

ზოგადად, ცხიმს აქვს არსებითი მნიშვნელობა. ცხიმს წვავს ორგანიზმი. მცენარეული ცხიმის წვა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ცხოველურის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პროცენტული მაჩვენებელი. ადამიანის ორგანიზმს აქვს გარკვეული რესურსი, რომ დაწვას ცხიმი. როცა იმაზე მეტ ცხიმს იღებს, ვიდრე მისი ორგანიზმი დაწვავს, მაშინ უჭირს საჭმლის მონელება. ზოგადად, ადამიანმა უნდა მიიღოს ცხოველური და მცენარეული ცხიმი, მაგრამ არა გადაჭარბებულად.

როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს, მას ენიშნება უცხიმო რძის პროდუქტი. ასევე ნებისმიერი დიეტის შემთხვევაშიც, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა თუ სხვა სამედიცინო საჭიროება, აუცილებლად ინიშნება უცხიმო ხაჭო.

 ბავშვებისთვის როგორი პროცენტულობის რძის ნაწარმია რეკომენდებული?

დაბალი ასაკის ბავშვებისთვისაც უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტია რეკომენდებული. იწყება ყველაზე დაბალცხიმიანით და ნელ-ნელა შესაძლებელია ცხიმიანობის გაზრდა. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა თავიდან არ არის კარგად განვითარებული, ამიტომ მას უჭირს ცხიმიანი საკვების მონელება.

სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად რამდენპროცენტიანი რძის ნაწარმი გამოიყენება?

სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად რამდენპროცენტიანი რძის ნაწარმი გამოიყენება?

დესერტის შემთხვევაშიც შესაძლებელია დაბალპროცენტიანი პროდუქტების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიეტაზეა. ზოგადად, კულინარიაში იშვიათად იყენებენ დესერტებში უცხიმო ხაჭოს. როგორც წესი, რეცეპტებში საშუალო ცხიმიანობის რძის პროდუქტები გამოიყენება ყველაზე ხშირად. მაღალპროცენტიანი ხაჭო ბაზარზეც არ არის მოთხოვნადი გამომდინარე იქიდან, რომ ხაჭო ზოგადად დიეტურ პროდუქტებში შედის. 0%-იანი ხაჭო არ შეიცავს ცხიმს, 4%-იანი ითვლება ნაკლებცხიმიანად, ხოლო 6%-იანი საშუალო ცხიმიანობისაა. მოთხოვნაც ბაზარზე დაბალპროცენტიან რძის პროდუქტზე უფრო დიდია. დესერტებში რეკომენდებულია 6%-იანი რძის ნაწარმის გამოყენება.