Ge | En |
თევზი ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი შერჩევა მაღაზიაში ან ბაზარზე ხშირად რთულ ამოცანად იქცევა. როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი პროდუქტი ცუდი ხარისხის პროდუქტისგან და როგორ ამოვიცნოთ ნამდვილად ახალია თუ არა თევზი?
სწორედ ამიტომ, კომპეტენტური რჩევების მისაღებად, „ოკეანეს“ ტექნოლოგს, ლევან თომაშვილს დავუკავშირდით.
პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას?
ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად:
თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული.
კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს.
როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები როგორი აქვს?
შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
რა უნდა ვიცოდეთ პრესერვების სწორად შენახვის შესახებ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი გემო და კვებითი ღირებულება?
როცა პრესერვს იძენთ, დარწმუნდით, რომ პრესერვს აქვს ვარგისიანობის ვადა. მნიშვნელოვანია შეფუთვაში იყოს. რჩევაა, რომ შეარჩიოთ ისეთი პრესერვები, რომლებიც ჰერმეტულად არის დახურული და შეფუთვა არ არის დაზიანებული. დაზიანებული შეფუთვა ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შესაძლოა განიცდიდა ზემოქმედებას ან ჰაერის შეჭრას, რამაც შესაძლოა გააფუჭოს პროდუქტი.
მწარმოებლის შემოწმება: დარწმუნდით, რომ პრესერვები წარმოებულია ნდობით აღჭურვილ მწარმოებელთან. მოძებნეთ ცნობილი და სანდო ბრენდები, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხი.
პრესერვის გახსნის შემდეგ, უმჯობესია, გამოიყენოთ იგი 72 საათის განმავლობაში, ხშირად, გახსნილი პროდუქტი კარგავს ხარისხს, და მათი გემო და კვებითი ღირებულება თანდათანობით მცირდება.
პრესერვები უნდა ინახებოდეს მაცივარში ( 0 + 8°C). გახსნილი პრესერვის კონტეინერიდან პროდუქტი(სადაც შემორჩა პროდუქტი) უნდა გადაიტანოთ ჰერმეტულ პლასტმასის ან მინის ჭურჭელში, რათა შესანახად უფრო უსაფრთხო იყოს და თავიდან აიცილოთ კონტაქტი ჰაერსა და სხვა ბაქტერიებთან.
არსებობს თუ არა მარკირების ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხზე და წარმოების სტანდარტებზე?
არსებობს მარკირების რამდენიმე სისტემა, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხსა და წარმოების სტანდარტებზე. ამ ნიშნების მიზანი არის იმის დამტკიცება, რომ თევზი წარმოებულია შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაცვით, რაც გონივრული და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.
ISO (International Organization for Standardization): ISO სერტიფიკაცია, რომელიც ეხება ხარისხის მართვისა და სტანდარტების დონეს, შეიძლება შეხვდეთ თევზის პროდუქტებში. ეს აჩვენებს, რომ თევზი წარმოებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points): HACCP-ის სერტიფიკატი მიუთითებს, რომ თევზის წარმოება და დამუშავება მოხდა მკაცრი კვებითი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
ზოგიერთი თევზის პროდუქტების შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი, „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“ და სხვა მსგავსი ტერმინები. ეს მარკირებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსაკუთრებული მეთოდებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |