Ge | En |
საჭირო ინგრედიენტები:
• ორაგულის ფილე - 1 ცალი
• სალათის ფოთოლი - 1 კონა
• რუკოლა - 1 კონა
• ავოკადო - 1ცალი
• სიმინდის მარცვლები - 100გრ
• ლიმონი - 1ცალი
• გრეიფრუტი - 1ცალი
• ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშეთ ორაგულის ფილე, დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში. წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და შედგით ღუმელში.
ჭურჭელში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩააწურეთ ლიმონის წვენი, მარილი და ჩაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით. ეს მასა აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა გემოები კარგად გაუჯდეს, შემდეგ ჩაყარეთ სალათისა და რუკოლას ფოთლები. შემწვარი ფილე დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დაამატეთ სიმინდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი გრეიფრუტი და ავოკადო, კარგად ამოურიეთ.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |