წინა
შემდეგი

ნიკორა სტაჟირების პროგრამას იწყებს

შპს "ნიკორას“ საწარმოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. ძირითადი სამუშაო პირობები: ** ადგილების რაოდენობა: 6 ** სამუშაო გრაფიკი: კვირა-პარასკევი, 09:00-18:00 (სწავლასთან ხელშეწყობა) ** სამუშაო ანაზღაურება: 800 ლარი (net); ** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე; ** დამატებითი პირობები: სატრანსპორტო ულიმიტო ვაუჩერი, კვება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაწ...
დაწვრილებით
ოქტ
20
2023

ნიკორას გუნდმა საქველმოქმედო გარბენში მიიღო მონაწილეობა

"ნიკორას“ გუნდმა კახეთში, საქველმოქმედო გარბენში მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა მონაწილეებმა წარმატებით იასპარეზეს და მაქსიმუმ 25 კილომეტრიანი მანძილი დაფარეს. მეათე საიუბილეო გარბენი კახეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ჩატარდა
დაწვრილებით
მაი
16
2023

ნიკორას სტიპენდიატების ტური საწარმოში

"ნიკორას" სტიპენდიატები საწარმოში სტუმრად გვეწვივნენ. აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს ჯერ საწარმოში ვუმასპინძლეთ, შემდეგ კი გემრიელ დეგუსტაციაზე. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გასცნობოდნენ წარმოების პროცესებს და პროფესიულად შეეფასებინათ ჩვენი ხორცპროდუქტების საგემოვნო თვისებები. "ნიკორა" საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვ...
დაწვრილებით
მარ
30
2023

ნიკორა სტიპენდიების გაცემას აგრძელებს

კვების ტექნოლოგიები ერთ-ერთია მომავლის პროფესიებს შორის. ამ მიმართულების მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. პირიქით, სასურსათო ბაზრის განვითარებასა და დახვეწასთან ერთად უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ პროფესიას, ახალგაზრდებიც უფრო მეტად ინტერესდებიან. კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წახალისებაზე კი უკვე მე-4 წელია, საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი კომპანია "ნიკორა“ ზრუ...
დაწვრილებით
ოქტ
21
2022

ნიკორა არტ-გენის გენერალური სპონსორია

"ნიკორა“ წელსაც ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ფესტივალის “არტ-გენის" გენერალური სპონსორია. 15 ივლისიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გელოდებით, სადაც დაგხვდებათ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილი მოსასვენებელი სივრცე და რა თქმა უნდა, ჩვენი გემრიელი პროდუქციითაც გიმასპინძლებთ. ვისაც ღია სივრცეში დასვენება, გრილზე გემრიელად მომზადებული ჰოთ-დოგები და კარგი მუსიკის მოსმენა გი...
დაწვრილებით
ივლ
14
2022

რეცეპტები ნიკორასგან

კომპანიის შესახებ

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი  გახლავთ. კომპანიის ისტორია 1998 წელს იღებს სათავეს და ყველასთვის საყვარელი სოსისების - რძიანისა და ივერიას წარმოებას უკავშირდება. 

კომპანიის მუშაობის სტრატეგია - განვითარება/გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება/დანერგვის უნარი, უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ დღეს, "ნიკორა ჯგუფი" უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულებას მოიცავს. 

"ნიკორა ჯგუფში" ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს. 

"ნიკორა ჯგუფში" ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.   

"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა... დღეს, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომელთა რაოდენობა, კომპანიის განვითარების პირდაპირპროპორციულად იზრდება. 

"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018  სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა. როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.  

მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას "ნიკორას" მიმართ, კომპანიის 25 წლიანი გამოცდილება, სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ფასისა და ფასეულობის თანხვედრა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმი განსაზღვრავს. 

შპს "ნიკორა“: 400132183

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2