სიახლეები
ნიკორა სტაჟირების პროგრამას იწყებს

ნიკორა სტაჟირების პროგრამას იწყებს

20 ოქტ. 2023

შპს "ნიკორას“ საწარმოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება.

ძირითადი სამუშაო პირობები:

** ადგილების რაოდენობა: 6
** სამუშაო გრაფიკი: კვირა-პარასკევი, 09:00-18:00 (სწავლასთან ხელშეწყობა)
** სამუშაო ანაზღაურება: 800 ლარი (net);
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
** დამატებითი პირობები: სატრანსპორტო ულიმიტო ვაუჩერი, კვება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაწერილი ტექნოლოგიური პროცესების საწარმოს თანამშრომელთა მიერ დაცვის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების პროცესში ტექნოლოგიური დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მიზეზების დადგენა, მათი აღმოფხვრის გზების მოძებნა და შესაბამისი ზომების მიღება;
** საწარმოს ექსპერიმენტალურ (ახალ ან არსებულ პროდუქტებზე ცდების ჩატარება) სამუშაოებში ჩართულობა;
** გაწერილი ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით პროცესების შესრულების კონტროლი;
** დეგუსტაციისათვის პროდუქციის მომზადება, ახლად შემუშავებული რეცეპტურების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი პროცესების წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში საერთო თათბირზე დასწრება, ტექნოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და მოგვარების გზების ძიება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.
** საწარმოში ზოგადი ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვა;
** სამუშაო პროცესების შეფერხების, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

ძირითადი სამუშაო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი, კვების ან/და სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** MS Office (Ms Word & Ms Ecxel - საშუალო დონე);
** ერთ-ერთი ევროპული ენა (რუსული ან/და ინგლისური - A2 დონე).

დამატებითი სამუშაო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.