Ge | En |
ბავშვის ყოველდღიურ რაციონში რძეს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ეს სასმელი უამრავი საკვები ნივთიერების წყაროდაა აღიარებული (კალციუმი, ვიტამინი D, ფოსფორი, პროტეინი და ცილა). რძე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, რადგან შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე, ამცირებს მეხსიერების დაქვეითების რისკს და ეხმარება თქვენს პატარას მშვიდად დაძინებაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბავშვის კვების რაციონში ძროხის რძის დამატება და საკმარისია თუ არა დღეში ერთი ჭიქა რძე ბავშვის კვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ძროხის რძე კალციუმის მდიდარი წყაროა. სწორედ კალციუმია "პასუხისმგებელი“ ძვლის განვითარებასა და ზრდაზე. რძე ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმში D ვიტამინის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის შეწოვისა და იმუნური ფუნქციისთვის. გარდა ამისა, რძე შეიცავს პროტეინს, რომელიც აუცილებელია ქსოვილის კონსტრუქციისა და აღდგენისთვის.
ძროხის რძის შეტანა ბავშვის კვების რაციონში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და სწორად შერჩეული რძის ტიპი.
ასაკობრივი რეკომენდაციები:
1 წლამდე: ძროხის რძე არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის. მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული. დედის რძე ან ხელოვნური ფორმულა, ამ ეტაპზე კვების იდეალურ წყაროდ რჩება.
1-2 წელი: პასტერიზებული რძე ზოგადად რეკომენდებულია 1-2 წლის ბავშვებისთვის. რძეში ცხიმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ძვლების სწრაფ ზრდასა და ტვინის განვითარებას.
2+ წელი: როგორც კი ბავშვი 2 წელს მიაღწევს და მიირთმევს მრავალფეროვან ჯანსაღ საკვებს, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიყვანოთ დაბალცხიმიან ან უცხიმო რძეზე. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ გაჯერებული ცხიმების მიღება, ამავდროულად ორგანიზმს მიაწვდით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა კალციუმი და ვიტამინი D.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია პასტერიზებული რძე ( 2,5% - 3,25% ცხიმიანობით)
2+ წელი: (0% -2,5% - მდე ცხიმიანობით) (შერჩევა ხდება ბავშვის დიეტური საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით).
შენიშვნა: ყველა ბავშვი უნიკალურია და მათი კვების საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, აქტივობის დონისა და საერთო ჯანმრთელობის მიხედვით. რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან ან დიეტოლოგთან, რათა დადგინდეს რძის შესაფერისი ტიპი თქვენი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებისთვის.
პასტერიზაცია არის რძის გაცხელების პროცესი გარკვეულ ტემპერატურაზე ბაქტერიების მოსაკლავად. პასტერიზებული რძე ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნედლი რძე, რადგან მას განვლილი აქვს პასტერიზაციის პროცესი, რომელიც კლავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გამოწვევა. გარდა ამისა, პასტერიზებული რძე უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს სოფლის რძესთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ რძეს აქვს მთელი რიგი კვებითი სარგებელი, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქის დალევამ შეიძლება ვერ შეავსოს კალციუმის რეკომენდებული დღიური დოზა, რომელიც 4-8 წლის ბავშვებისთვის არის 1000 მლ, ხოლო 9-18 წლის ბავშვებისთვის 1300 მლ. ერთი ჭიქა რძე ჩვეულებრივ უზრუნველყოფს დაახლოებით 300 მლ კალციუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ბავშვის რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების შეტანა.
ანალოგიურად, D ვიტამინის რეკომენდაციები განსხვავდება ასაკისა და მზის ზემოქმედების მიხედვით, მაგრამ ერთმა ჭიქა რძემ შეიძლება ვერ უზრუნველყოს სრული რეკომენდებული რაოდენობა. თუ თქვენი ბავშვი დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა რძეს სვამს, დაამატეთ მის რაციონში კალციუმით მდიდარი სხვა პროდუქტიც. ასეთებია: ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, მარცვლეული, იოგურტი, ყველი და ნუში. D ვიტამინისთვის გაზარდეთ მზის უსაფრთხო ზემოქმედება და გაითვალისწინეთ დიეტური წყაროები, როგორიცაა ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული.
გაითვალისწინეთ: თუ თქვენს შვილს აქვს ლაქტოზას აუტანლობა, აირჩიეთ ულაქტოზო რძე, ან მისი ალტერნატივა: ნუშის, სოიოს ან შვრიის რძე, რომელიც გამდიდრებული იქნება კალციუმითა და D ვიტამინით.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |