Ge | En |
გაწელვები სხეულის მასის სტატიკური დატვირთვაა, რომელიც აუმჯობესებს კუნთების სისხლით მომარაგებას, ძალიან კარგად ანვითარებს მოქნილობას და სიმსუბუქის შეგრძნებას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას და უჭირავს სხეული ტონუსში.
გაწელვები აუცილებელია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის შემდეგ. იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ არამხოლოდვარჯიშის ბოლოს გასაგრილებლად, არამედ სხეულის გასახურებლად და ასევე, განვიხილოთ,როგორც ცალკე, დამოუკიდებელი სარელაქსაციო აქტივობა (STRECHING), რომლის ხანგრძლივობაც სავსებით საკმარისია გაგრძელდეს 20-30 წთ.
დღეს, მინდა გაგიზიაროთ ჩემი 5 ფავორიტი მარტივი გაწელვა, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოგიხსნით კუნთებში დაძაბულობას.
ჩემი რჩევაა გაიმეოროთ ეს გაწელვები კვირაში 3-4 ჯერ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თითოეულ გაწელვაზე ვჩერდებით მინიმუმ 5-6 შესუნთქვა/ამოსუნთვა. არ დაგავიწყდეთ ასევე წყლის მიღება, რამდენსაც გთხოვთ ორგანიზმი.
დავადეთ ხელის გული საპირისპირო ყურს და ნაზად მოვქაჩეთ მხრისკენ, ვჩერდებით ამ პოზიციაში 5-6 ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა. ვსუნთქავთ თანაბრად და არ დაგვავიწყდეს მხრებში ყოველთვის ვართ გამართული. ფრთხილად ვუბრუნდებით საწყის პოზიციას და იგივეს ვიმეორებთ მეორე მხარეს.
ფეხები მხრების სიგანეზე, ხელის გულები შევკარით უკან (გავაკეთეთ ბოქლომი), გავმართეთ იდაყვები და ფრთხილად ავწიეთ ხელები 25 გრადუსზე. ვჩერდებით 5-6 ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა და ვგრძნობთ სასიამოვნო დაჭიმულობას.
წავიღეთ ხელი საპირისპირო მხარეს და მეორე ხელით მოვქაჩეთ ჩვენსკენ. აქაც ვჩერდებით 5-6 ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა და არ გვავიწყდება გამართული ზურგი. იგივეს ვიმეორებთ მეორე მხარეს.
დატვირთული დღის ბოლოს სარელაქსაციო მოძრაობა: საწყისი პოზიცია - ფეხები მხრების სიგანეზე, გამართული ხელები ყურებთან, ძალიან სწორი ზურგით ჩავდივართ 90 გრადუსზე, ხელებით ვეყრდნობით წინ რაიმე საგანს და ზურგით ვინარჩუნებთ 90 გრადუსიან კუთხეს, ამოსუნთქვასთან ერთად ვადუნებთ ზურგის კუნთებს და ვჩერდებით ამ პოზიციაში 5-6 ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა.
გაშლილი მხრები, ხელები დოინჯით, ერთი ფეხი წინ დავდგით ქუსლზე, მეორე საყრდენი ოდნავ მოხრილია, გულმკერდით წინ ჩავდივართ გამართული ფეხისკენ, ნიკაპი რჩება ზემოთ, ჩავდივართ ფეხებში სასიამოვნო დაჭიმულობამდე, ვსუნთქავთ თანაბრად, ღრმად და ვჩერდებით 5-6 ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა.
ვიმეორებთ იგივეს მეორე მხარეს.
ქეთი ხატიაშვილი
ქეთი პროფესიონალი ტანმოვარჯიშეა. ის საქართველოს ჩემპიონია ტანვარჯიშში.
აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ, იგი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის“ დამფუძნებელია, სადაც გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ქეთი, ამავე დროს, აქტიური ბლოგერია და საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო ინფორმაციასა და თავის გამოცდილებას.
ყველაზე მეტად შვილთან ერთად ყოფნა სიამოვნებს, ასევე ძალიან უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შეცნობა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |