Ge | En |
რძე არის სასმელი, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ინდურ მითოლოგიაში არსებობს რწმენა „რძის ოკეანის“ შესახებ, რომელიც ადამიანებს უკვდავებასა და ძალას ანიჭებდა. აფრიკული მითები მოგვითხრობს, რომ სამყარო სწორედ რძის წვეთიდან დაიბადა. ბერძნული ლეგენდის თანახმად კი, ჰერკულესი მხოლოდ რძითა და ყველით იკვებებოდა.
რძე დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალციუმს და ცილებს შეიცავს. ის გაციებისა და ვირუსების სამკურნალოდ გამოიყენება და რეკომენდებულია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შესაძლოა გსმენიათ, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა რძის დალევა კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის და ძილის გასაუმჯობესებლად, ასევე შფოთვისა და დაძაბულობის მოსახსნელად. მოდით, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ რძე დაძინებაში და რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დალევთ.
რძე შეიცავს მელატონინს და ტრიპტოფანს – ეს ნივთიერებები ნამდვილად აუმჯობესებენ ძილის ხარისხს. თუ ჭიქა რძეს ყოველ საღამოს, ძილის წინ დალევთ, მელატონინი თქვენს ორგანიზმს ძილისთვის „მოაწესრიგებს“ და დაგეხმარებათ მის დარეგულირებაში. ტრიპტოფანი ზრდის სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ასევე დაგეხმარებათ დაისვენოთ და უკეთ დაიძინოთ.
სასარგებლო შემადგენლობის გარდა, ძილის წინ ჭიქა რძეს ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს: თბილი სასმელი ღამით, რომელსაც ბავშვობაში გვასმევდნენ, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და მოქმედებს როგორც ერთგვარი საძილე აბი.
ჩვენი ტექნოლოგი, ნინო ბურძგლა გიზიარებთ რეკომენდაციას:
პასტერიზაცია არის რძის გარკვეულ ტემპერატურაზე მიყვანის პროცესი ბაქტერიებისგან განთავისუფლების მიზნით. პასტერიზებული რძე სოფლის რძესთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა, რადგან მან გაიარა პასტერიზაციის პროცესი, რომელიც კლავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადება. გარდა ამისა, ის სოფლის რძისგან განსხვავებით, უფრო დიდხანს ინახება. თუ იმუნური სისტემის პრობლემა გაქვთ, პასტერიზებული რძე უკეთესი არჩევანია. ქარხნულად დამზადებული პასტერიზებული რძე უკვე მზადაა დასალევად და არ საჭიროებს დამუშავებას (ადუღებას).
თუ რძეზე რაიმე უკუჩვენება არ გაქვთ, მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა, დალიეთ თბილი რძე ძილის წინ, არაუგვიანეს ნახევარი საათით ადრე. მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში უმჯობესია დალიოთ პასტერიზებული ქარხნული რძე ცხიმის დაბალი შემცველობით.
ნედლ რძესაც ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, რომელთაც მოწონთ მისი გემო და ცხიმიანობა. დამუშავებულ რძეს, პასტერიზებულ რძესა და ნედლ რძეს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პირად პრეფერენციებსა და საჭიროებებზე.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |