სიახლეები
კომპანია ნიკორამ სტიპენდიატები გამოავლინა

კომპანია ნიკორამ სტიპენდიატები გამოავლინა

18 ოქტ. 2021

კომპანია  “ნი­კო­რა“ სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მას წელსაც აგ­რძე­ლებს.

უკვე მეოთხე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან კომ­პა­ნია "ნი­კო­რას­გან“ წა­ხა­ლი­სე­ბის სა­ხით სტი­პენ­დი­ას იღე­ბენ. სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა.

ოთხივე სტიპენდიატი: ნიკა გომელაური, გიორგი რთველიაშვილი, სოფიკო ხარაზიშვილი და მერი ქირია სურსათის ტექნოლოგიების სტუდენტები არიან.

მეოთხე კურსელები ნიკა გომელაური და გიორი რთველიაშვილი ყოველთვიურ სტიპენდიას უკვე მეორე წელია იღებენ.

"სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც კომ­პა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რი­დან ხე­დავს შენს შრო­მას, გი­ფა­სებს და გე­უბ­ნე­ბა, რომ სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს ნიკა გო­მე­ლა­უ­რი.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე გი­ფა­სე­ბენ შრო­მას, რო­დე­საც კომ­პა­ნია გე­უბ­ნე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კარ­გად სწავ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნდა, წა­ხა­ლი­სე­ბა და ჯილ­დო მო­ტი­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. რო­დე­საც შენ­ზე ამ­გვა­რად ზრუ­ნა­ვენ, იმე­დი გიჩ­ნდე­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ“, - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი.

სო­ფი­კო ხა­რა­ზიშ­ვი­ლი და მერი ქი­რია კი მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც წელს პირ­ვე­ლად გახ­დნენ სტი­პენ­დი­ა­ნტები.

"სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვი­ტყე, როცა მა­ღა­ლი GPA მქონ­და, თუმ­ცა მა­ინც ნაკ­ლე­ბად ვე­ლო­დი მის მი­ღე­ბას... მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ ეწე­რა და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მივ­ხვდი, რომ შრო­მა და­მი­ფას­და და ყვე­ლაფ­რის უკეთ კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. თან ეს ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ინ­ტე­რე­სი და წა­ხა­ლი­სე­ბა შე­ნი­ვე სფე­რო­დან მო­დის, სა­დაც მო­მა­ვალ­ში გინ­და, რომ საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აგ­რძე­ლო. ამ შემ­თხვე­ვა­ში "ნი­კო­რას“ და ჩემი გზე­ბი უკვე გა­და­იკ­ვე­თა და, იმე­დია, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კუ­თხი­თაც გაგ­რძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სო­ფი­კო ხარაზიშვილი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კუ­ლი­ნა­რია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი არ გვყავს და ამი­ტომ უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა გვი­წევს. რე­ა­ლუ­რად, შეგ­ვიძ­ლია კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც გან­ვა­ვი­თა­როთ და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლა. ჩემ­თვის მო­ტი­ვა­ცი­აა, როცა გამ­ჩნე­ვენ და გა­ფა­სე­ბენ, უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი საქ­მეს და, რა თქმა უნდა, აკა­დე­მი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც იმა­ტებს“, - ამ­ბობს მერი ქი­რია.