პროდუქცია
პალომა
უშაქრო ნაყინი

პალომა

სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდაოდ გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება. 

"ნიკორა ჯგუფი" "პალომას" ბრენდის ქვეშ პროდუქციას 2005 წლიდან აწარმოებს და დღეს, მომხმარებელს 20-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს  ირლანდიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ბრაზილიის და ახალი ზელანდიის ქარხნებიდან ეწევა და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს. 


"პალომას" ასორტიმენტშია:

✔ რბილი, ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის
✔ საოჯახო ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, მარწყვის, ყავის, ვანილისა და შოკოლადის
✔ ჭიქის ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის
✔ პლომბირი - შოკოლადის, მარწყვის ჯემით, კარამელით, ალუბლითა და შოკოლადით, კარამელით და თხილით.

ამას გარდა, ბრენდის ასორტიმენტშია მსოფლიოში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი იტალიური ნაყინი "სტრაჩატელა" და ფრანგული დესერტის - "კრემ ბრულეს" გემოს მქონე ნაყინი. 

შპს "ჩვენი ფერმერი“: 200265220

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2