ყავის ნაყინი

.jpg
მარტივი
უცხოური
კატეგორია: დესერტები
რეცეპტი ვარსკვლავისგან: ბარბარა სტრეიზანდი

ინგრედიენტები:

  • ზეფირი (მარშმელოუ) - 24 ცალი
  • რძე - 1 ჭიქა
  • ხსნადი ყავა - 1 ჩ/კ
  • მყარი კრემი - 1 ჭიქა

მომზადების წესი:

ჩაასხით რძე ქვაბში, შეათბეთ დაბალ ცეცხლზე და ნელ-ნელა დაუმატეთ ზეფირი. ურიეთ, სანამ მასა გლუვი არ გახდება. დაუმატეთ ხსნადი ყავა. მიღებული მასა გააგრილეთ, შეურიოთ მყარი კრემი, მოათავსეთ ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში.

ბარბარა სტრეიზანდი ყავის ნაყინს ბრეცელებთან ერთად მიირთმევს!