შარლოტა ნაყინით

.jpg
კატეგორია: დესერტები

ინგრედიენტები:

  • საოჯახო ნაყინი ვანილის - 700 გ 
  • მარწყვი - 200 გ
  • შოკოლადის ფილა - 100 გ
  • რულეტი (მზა) - 3 შეკვრა
მომზადების წესი:
1.
მარწყვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
2.
შოკოლადის ფილა დანით კარგად დააქუცმაცეთ.
3.
დარბილებულ ნაყინს შეურიეთ დაჭრილი მარწყვი.
4.
ნაყინისა და მარწყვის ნარევს დაუმატეთ დაქუცმაცებული შოკოლადი.
5.
რულეტი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
6.
შუშის მრგვალ და ღრმა თასში ჩააფინეთ კულინარიული პარკი (ისე, რომ გვერდებზე ოდნავ გადმოდიოდეს) და თასის კედლებზე ერთ ფენად მოაწყვეთ რულეტის ნაჭრები.
7.
რამდენიმე ნაჭერი შეინახეთ ზემოდან დასაწყობად. ნაყინიანი მასა გადაიტანეთ ფორმაში და ზედაპირი მოასწორეთ.
8.
ნაყინის მასას ზემოდან დააწყვეთ დარჩენილი რულეტის ნაჭრები. დესერტს მჭიდროდ გადააფარეთ კულინარიული პარკი და შედგით საყინულეში დაახლოებით სამი საათი, რომ ნაყინი ხელახლა გაიყინოს.
9.
ნაყინის მასას ზემოდან დააწყვეთ დარჩენილი რულეტის ნაჭრები. დესერტს მჭიდროდ გადააფარეთ კულინარიული პარკი და შედგით საყინულეში დაახლოებით სამი საათი, რომ ნაყინი ხელახლა გაიყინოს. შარლოტა გამოიღეთ მაცივრიდან, გადმოაპირქვავეთ თეფშზე და ფრთხილად მოხსენით კულინარიული პარკი.
10.
შარლოტა შეგიძლიათ გააფორმოთ ხილის სიროფით. დესერტი დაჭერით ბასრი, გახურებული დანით.
ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: