ბლის კომპოტი

.jpg
მარტივი
სწრაფი
სამარხვო
საბავშვო
კატეგორია: სასმელები

ინგრედიენტები:

  • ბალი - 500 გ
  • წყალი - 1 ლ
  • შაქარი - 6-8 ს/კ

მომზადების წესი:

შესაბამის ჭურჭელში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

დაამატეთ გასუფთავებული ბალი.

როგორც კი წამოდუღდება გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ სახურავი და დაელოდეთ შეგრილებას.

ბლის უგემრიელესი კომპოტი, სუფრასთან მიტანამდე, სურვილისამებრ გააციეთ მაცივარში.