Ge | En |
მარტივი |
6 ულუფისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 250 გრადუსზე. თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ ფოლგა.
კარგად გარეცხეთ კარტოფილი და ჩაჭერით 3-4მმ სისქის ნაჭრებად, თუმცა არა ბოლომდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარტოფილის ნაჭრებს შორის ჩააწყვეთ წვრილად დაჭრილი კარაქი. შეგიძლიათ დაამატოთ ზეითუნის ზეთიც.
კარტოფილი ფრთხილად გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში 45 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი შემწვარი ბეკონი და გახეხილი ყველი. შემდეგ გადააფარეთ ფოლგა და ისევ შედგით ღუმელში დაახლოებით 15-30 წუთი, სანამ კარტოფილი არ იქნება მზად.
სურვილისამებრ, გამომცხვარი კარტოფილი შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ოხრახუშით და არაჟნით.
მომზადების დრო: 10 წუთი |
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |