Ge | En |
უცხოური |
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი არ გაოქროსფერდება. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ბარდა და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი, მარილი, ზაფრანა და მოასხით ბულიონი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ რამოდენიმე წუთი.
პარალელურად ცალკე ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი, შავი პილპილი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი და აადუღეთ. ადუღებულ მარილწყალში ჩაყარეთ ჯერ კალმარები, შემდეგ მიდიები და ბოლოს კრევეტები. გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ ამოიღეთ, გადაწურეთ და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 1-2 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და 5-10 წუთით დატოვეთ დახურულ ტაფაში.
მომზადების დრო: 10 წუთი |
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |