Ge | En |
ინგრედიენტები:
• სოსისი “ივერია“- 5 ც.
• ფქვილი - ½ ჭიქა
• სიმინდის ფქვილი - ½ ჭიქა
• რძე - 3 ს/კ.
• კვერცხი - 1 ც.
• სოდა - ½ ჩ/კ.
• შაქარი - 1 ჩ/კ.
• მარილი - ¼ ჩ/კ.
• ზეთი - 300 მლ
• პილპილი და დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი:
ერთმანეთში გადაურიე - ფქვილი, სიმინდის ფქვილი, სოდა, შაქარი, მარილი. დაუმატე კვერცხი და რძე. უნდა მიიღო არაჟნის სისქის მასა. მომზადებული ცომი მოათავსე ვიწრო, მაღალ ჭურჭელში, იმისათვის რომ სოსისის ცომში ამოვლება გაგიადვილდეს.
სოსისი "ივერია“ გაჭერი 2 ნაწილად, თითოეული წამოაცვი ჩხირებზე და ამოავლე ფქვილში.
გააცხელე ტაფა და ზეთი.
მოათავსე სოსისი "ივერია" ცომში, შემდეგ კი გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. არ დაგავიწყდეს რომ ხშირად უნდა ატრიალო. შეწვი საშუალო ცეცხლზე, მანამ სანამ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს.
მომზადებული კორნ-დოგები გადაიტანე ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი.
მომზადებისთვის დაგჭირდება 20 წუთი.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |