Ge | En |
უცხოური |
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
აურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, შაქარი, საფუარი, ილი, ვანილი, ლიმონის ცედრა და მარილი. თბილ რძეში გაადნეთ კარაქი და დაასხით მიღებულ ფხვიერ მასას, დაამატეთ 3 ცალი კვერცხი და მოზილეთ რბილი ცომი. ნელ-ნელა მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და ზილეთ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური. გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში, დააფარეთ და დადგით ასაფუებლად.
უკვე აფუებული ცომი გაყავით სამ ნაწილად. თითოეულს მიეცით მოგრძო ფორმა და დაწანით. თუნუქის ფურცელს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათვსეთ დაწნული ცომი. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
უკვე გამომცხვარი ღვეზელის წნულებში, გასაფორმებლად, მოათავსეთ წითლად შეღებილი კვერცხები.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |