Ge | En |
უცხოური |
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ალუბალი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაკურკეთ. მოათავსეთ ჭურჭელში და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ისე, რომ ალუბალი დატკბეს და წვენი გაუშვას. დატოვეთ რამდენიმე ხნით მაცივარში.
პარალელურად, შეაზავეთ ერთმანეთში რძე, თბილი წყალი, მარილი და ზეთი. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კვერცხი, წყლისა და რძის ნაზავი და მოზილეთ ცომი. თუ ფქვილი დაგაკლდათ, ცოტა კიდევ შეაზილეთ, სანამ არ მიიღებთ მკვრივ მასას.
ცომი გააბტრყელეთ და ჭიქით ან ცომის სპეციალური ამოსაჭრელით მოაჭერით მრგვალი ფორმები. შემდეგ, თხლად გააბრტყელეთ, მოათავსეთ ზედ ორი ან სამი ალუბალი. გადაკეცეთ ცომი და კიდეები კარგად შეაწებეთ ისე, რომ მიიღოთ ნახევარმთვარის ფორმა.
ვარენიკები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |