ბრაუნი ნაყინით

.jpg
უცხოური
კატეგორია: დესერტები

საჭირო ინგრედიენტები:

• ყავის ნაყინი
• შავი შოკოლადი - 200 გ
• კარაქი - 250 გ
• კვერცხი - 4
• შაქარი - 100 გ
• ფქვილი - 100 გ
• შოკოლადის ტოპინგი

მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და შოკოლადი, ისე რომ მასა არ ადუღდეს, შემდეგ ეს დამდნარი მასა გააგრილეთ. მანამდე, კვერცხი და კარაქი ათქვიფეთ ერთად, დაამატეთ შაქარი, ფქვილი, შემდეგ გამდნარი შოკოლადის მასა და კარგად ამოურიეთ. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი თბილ-თბილი ბრაუნის ნაჭერი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით შოკოლადის ტოპინგი, ზემოდან დაადეთ ყავის ნაყინის მოზრდილი ბურთი, მოაყარეთ ნუშის ფანტელები და მიირთვით გემრიელად.

 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: