გემრიელი რეცეპტები
ცომეული
შაშხის და ყველის ღვეზელი

შაშხის და ყველის ღვეზელი

.jpg
უცხოური
კატეგორია: ცომეული

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარაქი
  • ხახვი
  • ფენოვანი ცომი
  • ქათმის შაშხი
  • ყველი
  • კვერცხი
  • რძე
  • მარილი, პილპილი, მწვანილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე

ტაფაზე გაადნეთ კარაქი და დაამატეთ დაჭრილი ხახვი. გააჩერეთ ცეცხლზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

დიდი ზომის ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, ასევე მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის შაშხი, წინასწარ მოთუშული ხახვი და გახეხილი ყველი. კიდევ ერთხელ აურიეთ.

საცხობ ფორმაზე, გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე, მოათავსეთ მღებული მასა. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.

გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი მწვანილი.

 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: