გემრიელი რეცეპტები
ცომეული
ალუბლის ვარენიკი

ალუბლის ვარენიკი

.jpg
უცხოური
კატეგორია: ცომეული

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი - 3 ჭიქა 
  • რძე - 1/2 ჭიქა 
  • წყალი - 1/2 ჭიქა 
  • კვერცხი - 1 ცალი 
  • ზეთი - 1 ჩ/კ 
  • მარილი - 1 ჩ/კ 
  • ალუბალი  - 400/500 გ (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალი)
  • შაქრის ფხვნილი - 3/4 ს/კ 

მომზადების წესი: 

ალუბალი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაკურკეთ. მოათავსეთ ჭურჭელში და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ისე, რომ ალუბალი დატკბეს და წვენი გაუშვას. დატოვეთ რამდენიმე ხნით მაცივარში.

პარალელურად, შეაზავეთ ერთმანეთში რძე, თბილი წყალი, მარილი და ზეთი. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კვერცხი, წყლისა და რძის ნაზავი და მოზილეთ ცომი. თუ ფქვილი დაგაკლდათ, ცოტა კიდევ შეაზილეთ, სანამ არ მიიღებთ მკვრივ მასას. 

ცომი გააბტრყელეთ და ჭიქით ან ცომის სპეციალური ამოსაჭრელით მოაჭერით მრგვალი ფორმები. შემდეგ, თხლად გააბრტყელეთ, მოათავსეთ ზედ ორი ან სამი ალუბალი. გადაკეცეთ ცომი და კიდეები კარგად შეაწებეთ ისე, რომ მიიღოთ ნახევარმთვარის ფორმა. 

ვარენიკები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

სხვა რეცეპტები:
პიცა ბრედ პიტისგან
პიცა სალიამით
იტალიური პასკა პანეტონე
შაშხის და ყველის ღვეზელი ფენოვან ცომში
სიმიტი - სეზამის მარცვლიანი თურქული ბლითები
ბერძნული სააღდგომო ღვეზელი
ტარხუნის ღვეზელი
სიცილიური ღვეზელი შაშხით
სოსისი ფენოვან ცომში
შაშხის და კვერცხის მაფინი
ქაშაყის ფილეს ბურგერი
შაშხის და ყველის ღვეზელი
კრეპები შაშხით ან მოხარშული ძეხვით
ვარენიკი ყველით ბეკონთან ერთად
კორდონ ბლუს ბურგერი
საქონლის ივერია სოსისი ფენოვან ცომში
ნიკორას საშობაო ღვეზელი
კორნ დოგი
ცომში გამომცხვარი ბავარიული სარდელი
პასტა
ჰოთ-დოგი რუკოლას პესტოთი
სენდვიჩი ბეკონით და ცხარე სოუსით
სენდვიჩი სალიამით და ბოსტნეულით
ჰოთ-დოგი ქოლესლოუთი და მდოგვის მარცვლების მწნილით
შაშხის სენდვიჩი მარწყვის ჯემით
ჰოთ-დოგი ცხარე ბარბექიუთი, ჩედარით და ხახვის მწნილ...