მომზადების წესი:
1.
ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ საწურზე.
2.
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად. მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბროკოლი. ყაბაყი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევარ რგოლებად. სტაფილო გახეხეთ სახეხზე. ყველი გახეხეთ სახეხზე. სოსისი რძიანი დაჭერით რგოლებად.
3.
დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და 3-5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე შუშეთ.
4.
ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი სოსისი და ცოტა ხნით გააჩერეთ ცეცხლზე. შემდეგ მოშუშული ბოსტნეული და სოსისი გადაიტანეთ ღრმა თასში და დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი.
5.
კვერცხი გათქვიფეთ ღრმა თასში. გათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი. მოაყარეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
6.
მომზადებული სოუსი მოასხით ბოსტნეულისა და ბრინჯის მასას. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ფრთხილად აურიეთ.
7.
ცეცხლგამძლე ლანგარს წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ საფანელი. შერეული მასა გადაიტანეთ ლანგარზე.
8.
ზედაპირი კარგად მოასწორეთ და ზემოდან მოაწყვეთ პამიდორი.
9.
ლანგარს გადააფარეთ ფოლგა და 30 წუთით შედგით წინასწარ 180°C-ზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და გააჩერეთ ღუმელში 10 წუთით, რომ ზედაპირი მოებრაწოს.
10.
გამოცხობის შემდეგ კერძი ცოტა ხნით გააჩერეთ ღუმელში. სუფრაზე მიიტანეთ პამიდვრის საწებელთან ერთად.